ბექა დავითულიანი: მენეჯერობამდე, ზოგადად ბანძი და მითუმეტეს, კოლეგის მიმართ ბანძი ოპონენტი არ უნდა იყო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ახალი წლისთვის დაგეგმილი  ღონისძიებების შესახებ  ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახალი წელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა და გაჭირვების მიუხედავად, თბილისის მერიამ  საზოგადოებას  საზეიმო განწყობა უნდა შეუქმნას.


"ახალი წლის გასართობი ღონისძიებები, გარე განათება და ილუმინაციები მუდმივი პრობლემაა. ოპოზიციას მუდმივად აქვს შეკითხვა, რატომ იხარჯება ახალ წელს თანხები. ახალი წელი არის წლის მთავარი დღესასწაული, როდესაც უნდა ვიზეიმოთ მიუხედავად ყველა პრობლემისა. სიხარულის უფლება და შესაძლებლობა ყველას უნდა ქონდეს. ჩვენ ყოველ ახალ  წელს ვხარჯავთ თანხას და მომავალშიც მაქსიმალურს  გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას საზეიმო განწყობა შევუქმნათ და მიუხედავად სიდუხჭირისა და პრობლემებისა,   ხალხს განმუხტვის საშუალება ერთი დღით მაინც უნდა მივცეთ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.


რაც შეეხება ტენდერებში იტალიური კომპანიების გამარჯვებას, ბექა დავითულიანის თქმით, ოპოზიცია მალე იტალიურ სპაგეტს, რომ მიირთმევენ, იმასაც კახა კალაძეს დაუკავშირებს.


"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის ვითომდა ჟურნალისტურ გამოძიებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტს "ბოლივუდის მასხარა", რომ დაარქვეს, როგორც ჩანს ეტკინა და ირაკლი ზარქუაზე  ვითომ ჟურნალისტური გამოძიება დაუკვეთა. ხაბეიშვილმა თქვა, ბანძი მენეჯერი არ უნდა იყოო.  მენეჯერობამდე, ზოგადად ბანძი და მითუმეტეს კოლეგის მიმართ ბანძი ოპონენტი არ უნდა იყო", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.


საპროტესტო აქციები გრძელდება- პარლამენტის პიკეტიკრება ისევ იგეგმება

საპროტეტსო აქციები გრძელდება. პარლამენტის პიკეტირება ისევ იგეგმება.

აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი სასამართლომ გაათავისუფლა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი,  გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებულების პროცესი სამართლიანად წარმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო განხილვები.

გიორგი ვოლსკი პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე: „ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი“ 

„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

 

 

ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არარელევანტურია. 

ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

ნათია თურნავა: თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. 

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ

"ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ", - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.