ბათუმში, კინოთეატრთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან", სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა უნდა გაიმართოს,  სიტუაცია დაძაბულია.

ხმაური და დაძაბულობა კინოთეატრთან ფილმის მაყურებლების გამოჩენას მოჰყვა. აქციის მონაწილეები მათ კვერცხების სროლით შეხვდნენ.


დაპირისპირების დროს ერთი მოქალაქე დაშავდა. ის სავარაუდოდ კინოთეატრის დაცვის თანამშრომელია.


ბელარუსის პრემიერ-მინისტრი: ქართული მხარე კარგად მუშაობს, პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება

„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა. უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“.

ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა.

ომბუდსმენი ფემიციდზე: მოსახლეობის ცნობიერება უნდა შეიცვალოს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ფემიციდის პრევენციის მიზნით, მოსახლეობის ცნობიერება უნდა შეიცვალოს.

 
პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტი: გვსურს, საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს 

"გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,“- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობს

კონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დოჰაში კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

ლუიზა ვინტონი ფემიციდზე: მხოლოდ ბოროტმოქმედის ციხეში ჩასმა გამოსავალი არ არის 

საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ ფემიციდის პრევენციისთვის მხოლოდ დამნაშავის ციხეში ჩასმა საკმარისი არ არის.

ზაზა გაბუნია: ოპოზიციური პარტიებისგანაც იყო სიგნალი, რომ მათ ჰქონდათ იდეები და ჰქონდათ სურვილი ასეთი მოლაპარაკების

„ოპოზიციური პარტიებისგანაც იყო სიგნალი, რომ მათ ჰქონდათ იდეები და ჰქონდათ სურვილი ასეთი მოლაპარაკების“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

კაიძენ ცენტრის ტრენინგი არემჯის თანამშრომლებისთვის

არემჯის სასწავლო აკადემიის მოწვევით, კაიძენ ცენტრის (Kaizen Center http://www.kaizencenter.kz/) სპეციალისტებმა კომპანიის სარემონტო-მექანიკური სამსახურის თანამშრომლებისათვის Learn Manufacturing Principles-ის ტრენინგი გამართეს.

ავსტრალიაში ცნობილი მორაგბე თავისი სამი შვილით ცოცხლად დაიწვა

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რაგბის ლიგის ყოფილი ვარსკვლავი როუენ ბაქსტერი თავის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანაში ცოცხლად დაიწვა.

ზაზა გაბუნია: ხელისუფლება მზად არის კომპრომისული იყოს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ გაბუტვას, უპასუხისმგებლობას, უხერხემლობას და ზურგის შექცევას

„ხელისუფლება მზად არის კომპრომისული იყოს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ გაბუტვას, უპასუხისმგებლობას, უხერხემლობას და ზურგის შექცევას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტრასბურგში ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს ჯეროენ შოკენბროკს შეხვდა.

სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე წინასაკვალიფიკაციო წინადადებები გაიხსნა

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ წინა საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა.

ისანში ახალი გზის მოწესრიგება დასრულდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს.

მერაბ ქვარაია: დაუმთავრებელი ბინათმშენებლობების მიმართულებით მერიის პოლიტიკა შედეგიანია

"პოლიტიკა, რომელიც თბილისის მერიამ დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის მიმართულებით შეიმუშავა და განახორციელა, უპრეცედენტოდ ეფექტური და შედეგიანია",- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი გლდანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე  გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.    

კარლ ჰარცელი: ცხინვალში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი შემაშფოთებელია

"ცხინვალში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი შემაშფოთებელია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

გია ვოლსკი: რუსეთისთვის ცხინვალი სამხედრო ბაზაა

"რუსეთისთვის ცხინვალი არის სამხედრო ბაზა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემაზე: დრო იწურება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში მწვავე პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს.

ქართველმა ინჟინრებმა ავტო-ლიფტი დაამზადეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი- ავტო-ლიფტი განხორციელდა.

სესიაშვილი: გასაოცარი იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მზად არის სააკაშვილს ელაპარაკოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

პრეზიდენტი: პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, გუშინ, ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების საკითხს გამოეხმაურა.