პრემიერმინისტრი "ფაინენშალ თაიმსში" - სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა

"ფაინენშალ თაიმსმა" აშშ-ისა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიის ავტორი წერს, რომ ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოს ადგილმდებარეობა განაპირობებს ხელსაყრელ სავაჭრო მოცემულობას, როგორც ექსპორტის ნახევარი მილიარდ მომხმარებელზე გამტარი კარიბჭე ევროპასა და აზიაში. 


სტატიის ავტორს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ციტატა მოჰყავს. პრემიერის განაცხადებით, საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა ამერიკული კომპანიებისთვის იყოს რეგიონული ცენტრი მსხვილ ბაზრებზე წვდომისთვის.


"საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი. ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის  გზით.


ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა:


"სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა.  ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს," - წერს "ფაინენშალ თაიმსი."


 


თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე, კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, უადგილოა

"ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში".

კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, დედაქალაქში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

"შენ ხარ ნაძირალა", "განანებ მაგრად", "შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ" - პარლამენტში სესია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს განიხილავენ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ და დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა

"თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს

„ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი

„ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ყვარელში 15 წლის გოგოს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ.

ივერთუბანში 600 ოჯახისთვის წყალარინების ქსელი მოეწყობა

"ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს.

ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა ჩემთვის ნამდვილად მისაღებია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას ეხმაურება.

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

"მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ღია თუ ფარული სატელიტების მეშვეობით, ამ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მისი სრული საბოტირება მოახდინა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს

"თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა

„არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობა" უნდა გაქრეს, ეს არის თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ამოცანა

"თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

დიმიტრი ხუნდაძე: უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას

„ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპურ აღმოსავლურ დესპოტიად“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

აკაკი ზოიძე: პირობას დავიცავთ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: "ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ"

"ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

 
2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა - ერთ დროს ერთიანი და ახლა მარტივ მამრავლებად ხელოვნურად დაშლილი თუ განშლილი „ნაციონალური მოძრაობა“

„ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სახელმწიფო სხეულზე, რომლის ამოძირკვის მანდატით ხელისუფლებაში მოსულებმა ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ხელოვნურად გავამრავლოთ ეს მავნე უჯრედები“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან

თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

კახა ოქრიაშვილი: ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.