თბილისი რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბურმა ღონისძიებამ აიღო სტარტი.

Startup Grind Europe-Asia Connect - ი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.


Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.


საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა "სილიკონ ველისა"(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ.


კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის:


Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.


Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების
დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.


Startup Grind-ის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის დაწყების შესახებ გამოაცხადა,
რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების "ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭრით უკვე მეოთხედ ახორციელებს.


აკაკი ზოიძე: პირობას დავიცავთ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: "ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ"

"ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

 
2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა - ერთ დროს ერთიანი და ახლა მარტივ მამრავლებად ხელოვნურად დაშლილი თუ განშლილი „ნაციონალური მოძრაობა“

„ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სახელმწიფო სხეულზე, რომლის ამოძირკვის მანდატით ხელისუფლებაში მოსულებმა ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ხელოვნურად გავამრავლოთ ეს მავნე უჯრედები“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან

თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

კახა ოქრიაშვილი: ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

დიმიტრი ხუნდაძე: მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე არ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, მე იქვე, ჩემს გუნდთან განვაცხადე, რომ ვიტოვებდი უფლებას, საჯარო გამეხადა ჩვენი არგუმენტაცია - რატომ არ ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. 

"ვერ გადაგვაგდებთ, "სირცხვილია", "შეასრულე ხალხის ნება" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს აპროტესტებენ.

თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე  არსებული მეტეოროლოგიური  სადგური სრულიად განახლადა.

დავით ბაქრაძე: თუ უმრავლესობა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებულ პროექტს ჩააგდებს, პროცესები რადიკალურად წავა

"თუკი ეს კანონპროექტი ჩავარდება საპროტესტო აქციები დაიწყება",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

 
მდინარაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს, შესაბამისად, ლოგიკურად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი არ ჩავარდება.

10 თვეში ექსპორტმა $3 მლრდ-ს გადააჭარბა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში $10.367 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

ირაკლი შიოლაშვილი: თუ უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, 2020 წლიდან არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაში ქვეყნის სტაბილურობის მხრივ საფრთხეს ხედავს.

დიმიტრი ხუნდაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტის ჩასაგდებად ვემზადებით

"ვემზადებით ჩასაგდებად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნების" ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს  შეხვდა.

წყალტუბოში, ნამახვანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანის ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.

შსს-მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ხუნდაძე: მინდა დავარწმუნო პარტიის თავმჯდომარე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ხიფათის შემცველია

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ვერ მოიწონებს და ვერ დაუჭერს მხარს საარჩევნო ცვლილებებს. ასევე, ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ის თავად შეეცდება პარტიის თავმჯდომარე და გუნდი დაარწმუნოს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება საფრთხეს შეიცავს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში წყლის სისტემა მოეწყობა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირებას იწყებს.

თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს.