თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

"თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.

დედაგქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, ოთხ სხვადასხვა მისამართზე - მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე
ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - "კინო საქართველოდან" - მეტროსადგურ "სარაჯიშვილამდე" და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - "ისნის" მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.


სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.


კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს.

ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა ჩემთვის ნამდვილად მისაღებია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას ეხმაურება.

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

"მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ღია თუ ფარული სატელიტების მეშვეობით, ამ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მისი სრული საბოტირება მოახდინა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს

"თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა

„არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობა" უნდა გაქრეს, ეს არის თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ამოცანა

"თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

დიმიტრი ხუნდაძე: უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას

„ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპურ აღმოსავლურ დესპოტიად“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

აკაკი ზოიძე: პირობას დავიცავთ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: "ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ"

"ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

 
2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა - ერთ დროს ერთიანი და ახლა მარტივ მამრავლებად ხელოვნურად დაშლილი თუ განშლილი „ნაციონალური მოძრაობა“

„ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სახელმწიფო სხეულზე, რომლის ამოძირკვის მანდატით ხელისუფლებაში მოსულებმა ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ხელოვნურად გავამრავლოთ ეს მავნე უჯრედები“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან

თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

კახა ოქრიაშვილი: ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

დიმიტრი ხუნდაძე: მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე არ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, მე იქვე, ჩემს გუნდთან განვაცხადე, რომ ვიტოვებდი უფლებას, საჯარო გამეხადა ჩვენი არგუმენტაცია - რატომ არ ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. 

"ვერ გადაგვაგდებთ, "სირცხვილია", "შეასრულე ხალხის ნება" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს აპროტესტებენ.

თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე  არსებული მეტეოროლოგიური  სადგური სრულიად განახლადა.

დავით ბაქრაძე: თუ უმრავლესობა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებულ პროექტს ჩააგდებს, პროცესები რადიკალურად წავა

"თუკი ეს კანონპროექტი ჩავარდება საპროტესტო აქციები დაიწყება",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

 
მდინარაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს, შესაბამისად, ლოგიკურად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი არ ჩავარდება.

10 თვეში ექსპორტმა $3 მლრდ-ს გადააჭარბა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში $10.367 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

ირაკლი შიოლაშვილი: თუ უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, 2020 წლიდან არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაში ქვეყნის სტაბილურობის მხრივ საფრთხეს ხედავს.

დიმიტრი ხუნდაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტის ჩასაგდებად ვემზადებით

"ვემზადებით ჩასაგდებად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნების" ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.