ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშკრულება შეუწყდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე  შპს "ინტერნეიშენალ ივენთსთან" არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის"100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა "ინტერნეიშენალ ივენთის" მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა. 


შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" დააკისრა პირგასამტეხლო. 


ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც  კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე.


შპს "ინტერნეიშენალ ივენთის" მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში. 


თავის მხრივ, სახელმწიფო შეიმუშავებს "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას.


დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს

„ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი

„ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ყვარელში 15 წლის გოგოს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ.

ივერთუბანში 600 ოჯახისთვის წყალარინების ქსელი მოეწყობა

"ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს.

ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა ჩემთვის ნამდვილად მისაღებია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას ეხმაურება.

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

"მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ღია თუ ფარული სატელიტების მეშვეობით, ამ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მისი სრული საბოტირება მოახდინა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს

"თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა

„არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობა" უნდა გაქრეს, ეს არის თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ამოცანა

"თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

დიმიტრი ხუნდაძე: უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას

„ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპურ აღმოსავლურ დესპოტიად“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

აკაკი ზოიძე: პირობას დავიცავთ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: "ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ"

"ნუ იკრიჭებით, "ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

 
2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა - ერთ დროს ერთიანი და ახლა მარტივ მამრავლებად ხელოვნურად დაშლილი თუ განშლილი „ნაციონალური მოძრაობა“

„ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სახელმწიფო სხეულზე, რომლის ამოძირკვის მანდატით ხელისუფლებაში მოსულებმა ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ხელოვნურად გავამრავლოთ ეს მავნე უჯრედები“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან

თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

კახა ოქრიაშვილი: ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა იმ დეპუტატებზე, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

დიმიტრი ხუნდაძე: მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე არ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, მე იქვე, ჩემს გუნდთან განვაცხადე, რომ ვიტოვებდი უფლებას, საჯარო გამეხადა ჩვენი არგუმენტაცია - რატომ არ ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. 

"ვერ გადაგვაგდებთ, "სირცხვილია", "შეასრულე ხალხის ნება" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს აპროტესტებენ.

თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე  არსებული მეტეოროლოგიური  სადგური სრულიად განახლადა.

დავით ბაქრაძე: თუ უმრავლესობა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებულ პროექტს ჩააგდებს, პროცესები რადიკალურად წავა

"თუკი ეს კანონპროექტი ჩავარდება საპროტესტო აქციები დაიწყება",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.