თბილისის მერი Startup Grind Europe-Asia Connect-ის კონფერენციას დაესწრო

"თბილისის მერი Startup Grind Europe-Asia Connect-ის კონფერენციას დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე Startup Grind Europe-Asia Connect-ს კონფერენციას დაესწრო.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.


კახა კალაძის თქმით, ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ხელს უწყობს დედაქალაქის პოპულარიზაციას და ინოვატორი ახალგაზრდების სათანადოდ წარმოჩენას.


"ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამიტია. წარმოიდგინეთ, სან-ფრანცისკოსა და ლონდონის შემდეგ, თბილისი იქნა არჩეული Startup Grind-ის პლატფორმად. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის პოპულარიზაციისთვის,
ასევე ჩვენს გონიერ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ბევრნი არიან, რეალურად ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭის რეალიზება შეძლონ სხვადასხვა პროექტში. მივესალმები მსგავსი ღონისძიების ჩატარებას დედაქალაქში. ჩვენი მხრიდან იქნება ყველანაირი ხელშეწყობა და თანადგომა, რომ ამ ახალგაზრდების ნიჭი გამოყენებული იყოს ქვეყნის საკეთილდღეოდ და კონკრეტულ სასარგებლო პროექტებში", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


საქართველოში მიმდინარე რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება "სილიკონ ველისა" (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.


ორი დღის განმავლობაში, ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიცაა: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომელთა დამსწრეები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გაეცნობიან.


Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული და რეგიონული კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.


მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმი გაიმართა

მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სატყეო სექტორით დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე ბიზნესგეგმები წარმოადგინეს.

ფარავნის ტბაზე შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირზე 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

სოსო არჩვაძე: ახალი მეთოდოლოგია ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

არჩილ თალაკვაძე: კონსტიტუციური საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არ არსებობს

"უმრავლესობა არ დაიშლება, მოვიკრებთ ძალას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლამდე ქვეყანაში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა

"არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე ცალკეული საარჩევნო მოდელი. თავის დამარცხებას ნურავინ დააბრალებს საარჩევნო სისტემას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპულ სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა

14 – 15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა.

საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან შეხვედრები გამართა. 

ვახტანგ ჭარაია: დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება

„დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

დიმიტრი ხუნდაძე: დავამტკიცებ, რომ ეს არ იყო დადგმული სპექტაკლი

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ  მისცა ხმა, აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება დაგეგმილი არ იყო. 

მუსიკის ფორუმი, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან.

ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე

"მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კიბერფესტივალზე დამსწრეთათვის მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსი დაინიშნება

კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 16.7%-ით გაიზარდა, რუსეთიდან 4.5%-ით შემცირდა

ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით $153 მლნ-მდე (454 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ადმინისტრაციის კომენტარი

სალომე ზურაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "პირველთან" კომენტარეს აკეთებს.

კომპანია რუსთავის წყალი რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. 

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი მიზანი არ არის დესტაბილიზაციის გამოწვევა

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის და მისი კოლეგებისთვის მთავარი ქვეყნის ინეტერესებია და დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობას არ აპირებენ.

ევროკავშირის ელჩმა "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. 

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%- იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილის გასხვისების აუქციონი 15 ნოემბერს გაიმართა.

 

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.

ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა.

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მასთან ერთად უმრავლესობიდან ფრაქციის წევრები გიგა ბუკია და ნინო გოგუაძეც წავიდნენ.