ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისში სწავლის მიღებას ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის

„ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს ქუთაისში სწავლის მიღებას“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქზე საუბრისას.

მისი თქმით, უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში.


როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ჩვენს უნივერსიტეტებში ეხლაც ჩამოდიან განვითარებადი ქვეყნებიდან და სწავლობენ სტუდენტები, მაგრამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ექნება მაღალი დონე, რაც შესაძლებელს გახდის ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ სტუდენტები.


„ეს იქნება ტიპიურად ევროპული უნივერსიტეტი. პროექტიც და პროექტირებაც, ყველაფერი გვაქვს მიუნხენის უნივერსიტეტთან შესაბამისი. იცით, რომ მისი ყოფილი რექტორი იქნება ამ უნივერსიტეტის საპატიო რექტორიც, ესეც ნიშანდობლივია ძალიან. მიუნხენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ფორმალური. უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში. თუ განათლებას გერმანული შრომისმოყვარეობა და შრომის კულტურაც მოყვება, რა თქმა უნდა, ეს დამატებით ბიძგს მიცემს საქართველოს. ჩვენ განვითარების ტემპები უნდა გავზარდოთ, რომ მოვახერხოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავფუძნდეთ ჩვენს ისტორიულ ადგილზე. მხედველობაში მაქვს ადგილი არა ტერიტორია პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ადგილი, რომ ჩვენ ვიყოთ განვითარებული ევროპის ქვეყნების სრულფასოვანი წევრი. ამას განათლების გარეშე ვერ მოვახერხებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა კი, აქციის გაგრძელება ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაწყვიტა.

 
"ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან

"ნაციონალური მოძრაობა" "მელკი" ტყუილებით არის გამორჩეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კობახიძე უზენაესის კანდიდატებზე: არ ვფიქრობ, რომ ოცივე კანდიდატი იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი

დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი.

ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ვითარების გამძაფრებას ცდილობენ.

საქართველოს დელეგაცია პარიზში "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მიმდინარე "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს.

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, 12-14 ნოემბერს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

გია ვოლსკი: არ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ ასეც რომ იყოს, ქვეყანას დავაზიანებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას დააზიანებს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული ხელოვნება, ეპოქები და ტენდენციები“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება გაიხსნება.

ქუთაისში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

გადაგვაგდე? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "მხეიძე სირცხვილია"- ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და პროპროციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

თსუ საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“-ს უმასპინძლებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით 15 ნოემბერს 09:30 საათზე, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.

           

ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გახარიას გადადგომას ითხოვს

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციიის შედეგად ერთიან მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.

"პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ამიტომ ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყებ საპროტესტო აქციებზე, პირველი აქცია ჩატარდება კვირას",-ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. 

ვახუშტი მენაბდე: რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე იმ ორ შემთხვევას ასახელებს, რა დროსაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა შესაძლებელი.

 

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებაზე განცხადებას ავრცელებს

"გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ზუგდიდის მერმა ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში უმასპინძლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კოსტანტინე კაკავასთან ერთად, დღეს, მერიაში ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში, ალექსანდრა ქოულს უმასპინძლა.

ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა.