"ორი კრიტერიუმი რის მიხედვითაც მოსამართლე შეფასდება, არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება და ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია"

საართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ორი კრიტერიუმი რის მიხედვითაც მოსამართლე შეფასდება, არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

"ორი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეიძლება მოსამართლე შეფასდეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ეს ორივე არის თანაბრად მნიშვნელოვანი. 20 კანდიდატს მოუსმინა პარლამენტმა. ეს მოსმენები იყო ძალიან აუცილებელი და სასარგებლო. ჩემთვისაც პირადად, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მივიღო მოსამართლეებთან დაკავშირებით და ჩამოვყალიბდე თუ ვის დავუჭერ მხარს. დარწმუნებული ვარ პროცესი მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვისაც", - განაცხადა საართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.


თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ერთი წელია ქვეყანა მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ღია წესით და ღია გასაუბრებებით გადის. პარლამენტში გასაუბრება კანდიდატებისთვის იყო საკმაოდ რთული პროცესი, სადაც მათ პარლამენტის წევრების, არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული პირების შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევდათ. მისივე თქმით, პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ოპოზიციამაც, საუბარი იმაზე, რომ მოსამართეები არ უნდა დაინიშნონ, გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, რაც ვიცე-სპიკერის თქმით, დაუშვებელია.


"დღეს, უზენაეს სასამართლოს, მაშინ როდესაც მისი საჭიროებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე უნდა ყავდეს 28 მოსამართლე, ყავს 8 მოსამართლე და ივნისამდე სამ მათგანს ვადა ეწურება. ანუ ქვეყანა რჩება 5 მოსამართლის ამარა. ამიტომ, იმაზე ლაპარაკი, რომ მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ, ნიშნავს იმას, რომ სრული კოლაფსი უნდა მოხდეს სასამართლო სისტემაში. ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად გაიარს გასაუბრება. როგორც სამართლებრივ, ასე კეთილსინდისიერების ნაწილში ვფიქრობ კარგად გაართვეს თავი და შესაბამისად, სასურველია ოპოზიციამაც პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და თქვას, რომ ვინაიდან სასამართლო არ უნდა გაჩერდეს, უზენაეს სასამართლოში ჩვენ მოსამართლეები უნდა გვყავდეს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.​


ირაკლი ბერაია: მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო

ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა.

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო

თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო.

კობა ლურსმანაშვილი: ნულოვანი ბარიერი პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას ემსახურება

"ქართული ოცნების" წევრმა კობა ლურსმანაშვილმა მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამომრჩეველის ინიციატივით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის განხილვა მიმდინარეობს, კითხვით მიმართა.

მდინარაძე ოპოზიციას: ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!

"ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

ლილოში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.

 

სულხან მახათაძე: ბლოკების შექმნა ხომ არ არის პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობა?

"თქვენ ახსენეთ, რომ ბლოკები ეს არის თანამშრომლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე გეკითხებით, ხომ არ არის ეს ამავდროულად პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობაც?"

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება მოხდეს

"ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბლოკების თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 12 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ აღინიშნება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რომში გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში", რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

დიმიტრი ხუნდაძე: იმ დეპუტატთა შორის ვარ, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დღიდან, რაც პოლიტიკაში ვარ, და იმ დღიდან, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ხომ არ შევცვალოთ პროპორციული სისტემით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე: ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფრაზით – "ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, ნუ ღელავთ" – იხუმრა.

ირაკლი შიოლაშვილი მამუკა კაციტაძეს: ჩემდა სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იმსახურებს დათმობაზე წასვლას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კანონპროექტებთან დაკავშირებით მამუკა კაციტაძეს კითხვებით მიმართა.

ირაკლი ანთაძე: ახალგორის გადასასვლელების გახსნაზე პასუხი უცვლელია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს. 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ

„შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლის დაზღვევა

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის სახლის დაზღვევას სთავაზობს.