მათივე ცნობით, 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 ნოემბერს +15, +20, ხოლო 14 ნოემბერს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების თქმით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 11-13 ნოემბერს +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება, ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.