ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: გახარებთ ამ ქვეყანაში პრობლემები და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის

"თქვენ გახარებთ ამ ქვეყანაში პრობლემები და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, დარტყმა მიაყენოს ეროვნულ ღირებულებებს, ებრძოლოს სარწმუნოებას. 


"მთავარი თემა არის არა ის, როგორ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, არამედ მთავარი თემაა ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. აქ რომ დემოკრატიაზე გვიკითხავენ ლექციას, დემოკრატია არის პასუხისმგებლობა. როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ გაგეკეთებინათ დემოკრატიის მინიმუმ ის 10% მაინც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. დღეს რაც არ უნდა ბევრი გველაპარაკოთ თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი არის ფარსი. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, საკუთარ თავს ატყუებთ, აქ ირონიანარევი ღიმილით რომ მიყურებთ, თქვენთვის დემოკრატია არის იარაღი ძალაუფლების დასაიბრუნებლად, რათა რევანში მოახდინოთ და მეტი არაფერი. ეს ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. სწორად ბრძანა ირაკლი კობახიძემ, თქვენი მთავარი ამოცანაა, იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს. გიხარიათ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით. გიხარიათ, როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია", - აღნიშნა პარლამენტარმა.


ირაკლი სესიაშვილმა იმ ამომრჩევლებს მიმართა, რომლებმაც 2003, 2004 წელს და შემდგომში ხმა მისცეს ნაციონალებს. ასევე, მათ, ვინც 2012 წლის შემდეგ გახდნენ 18 წლის, და ის ფაქტები გახისენა, როცა ეს ადამიანები აწამეს, დახვრიტეს, ციხეში ამოალპეს.


"თქვენთან სასაუბრო ნამდვილად არ მაქვს, სასაუბრო მაქვს თქვენს ამომრჩეველთან, რომელმაც 2003, 2004 წელს და შემდგომში ხმა მოგცათ და ეს ადამიანები აწამეთ, ზოგი დახვრიტეთ, ზოგი ციხეში ამოალპეთ. ბატონი კაკო საუბრობდა პროექტებზე და რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროექტების განხორციელების პარალელურად რამდენ ოჯახს აუბედურებდით, რამდენ ბიზნესმენს ართმევდით ქონებას, რომ მის ხარჯზე თქვენი ფსევდოდემოკრატია გეჩვენებინათ, პარალელურად რამდენ ადამიანს აწამებდით ციხეში, რამდენს არბევდით და ტერორში გყავდათ მედია და მთელი საზოგადოება. აი, ეს არის თქვენი სახე და რამდენიც არ უნდა მელაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, პლურალიზმზე, ეს ყველაფერი არის ფარსი, რადგან დღეს თქვენი ამოცანაა, დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს. ტყუილად არ არის, რომ თქვენს ტელევიზიებში მთავარი თემა არის გინება, იმიტომ, რომ ენას უნდა ებრძოლო, უნდა დაამკვიდრო, რომ ენაში გინება არის იარაღი და ეს არის ქართული ენა. თქვენ ებრძვით სარწმუნოებას. შეიძლება მომთხოვოთ, რომ ფაქტი დავასახელო, მაგრამ საზოგადოებას არაფერი ფაქტი არ სჭირდება, ბუნებრივი აღქმა აქვს. და თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ სიმართლისა და ბუნებრიობის, გეშინიათ დემოკრატიის. თქვენ დემოკრატიით კი არ მართავთ, თქვენი იდეოლოგიით, სისასტიკის იდეოლოგიით გააგრძელებთ ქვეყნის მართვას, როგორც აკეთებდით. ამიტომ თქვენ კი არ მოგმართავთ, მივმართავ თქვენს ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ გახდნენ 18 წლის და მათ შეიძლება ძალიან მოსწონთ, გიგა ბოკერიას ან რომელიმე თქვენგანის ლაპარაკი, მაგრამ, როცა გიგა ბოკერია და თითოეული თქვენგანი იყავით ხელისუფლებაში, მაშინ აგეღოთ პასუხისმგებლობა დემოკრატიაზე. ამიტომ თქვენი ნებისმიერი, თუნდაც კარგი სიტყვა, არის ტყუილი და ამ ტყუილზე პასუხი უნდა აგოთ და პასუხი უნდა გაგცეთ, პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ", - განაცხადა სესიაშვილმა.


თამარ ბარკალაია: დასაქმების სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომი იქნება 15 ტერიტორიულ ერთეულში. მათ შორის, 5 თბილისში, 10 რეგიონებში

შრომის ბაზრის პრიორიტეტებსა და ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხებზე ტელეკომპანია „იმედსა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკას“ ინტერვიუ მისცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ და დასაქმების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია წერს. 

ყაზბეგში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს, ოკუპანტი ელის, რომ საქართველო იყოს სუსტი და არასტაბილური

"ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს. ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ გავალთ ხალხში და მათ ხმას მოვისმენთ",- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე: უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ

"დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის ერთი განწყობა - ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს ბრიფინგს გამართავს

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს 11:00 საათზე კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში“  ბრიფინგს გამართავს.

არჩილ თალაკვაძე: პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება

„მოლაპარაკებების თემა იცვლება - მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია

მეტროსადგურ "ახმეტელის თატრიდან" ვარკეთელის მიმართულებით მოძრაობა სრულად აღდგენილია. 

იტალიაში ზუგდიდის მერის ვიზიტი დასრულდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ტრაგედია თბილისში - სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვით და გარდაიცვალა ძმა კი, მოიწამლა

თბილისში ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვით და-ძმა მოიწამლა.

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია "საბას" 2019 წლის დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი 4 საათს გარგრძელდა.

გიგა ბოკერია: სანამ შედეგი არ იქნება აქციები გაგრძელდება, ის იქნება მშვიდობიანი მაგრამ მწვავე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემა გახდება პროპორციული ან წარმომადგენლობითი პროპორციის სახით.

ირაკლი კობახიძე - თუკი ეუთო/ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150-ს, ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.

"მოლაპარაკების თემა იცვლება - განვიხილავთ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს"

"მოლაპარაკების თემა იცვლება და შემდეგ ნაწილში განვიხილავთ არსებული შერეული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს", - ამის შესახებ საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი: ეს შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციიდ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"ქართულმა ოცნებამ" ითხოვა დრო რომ საკუთარი საბოლოო მოსაზრება ცაკლეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვან"

"დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, ჩვენი შეთავზებული წინადადების ცალკეული კომპონენტებით განხილვაზე მოხდა შეთავაზება" - ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო" პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე შესვენება გამოცხადდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

დავით სონღულაშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისში მიმდინარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, ევრონესტში მოლდოვისა  და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: ჯერ მოვისმენთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს.