როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 12 ნოემბერს ისრაელსა და "ღაზას სექტორში" არსებულ დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადი"-ს შორის განვითარებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, გაიცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიებების გაუქმებებისა და განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში მოქალაქეთა მოქმედების წესის თაობაზე.
ისრაელში საქართველოს საელჩო ინსტრუქციას ავრცელებს.
"ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზს!
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას: მოქმედების ინსტრუქცია ისრაელში განგაშის სიგნალის/სირენის ამოქმედების შემთხვევაში: სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:
შენობაში - უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას - შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;
სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვავში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვეგ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104
საელჩოს ცხელი ხაზი: +972526919092",- ნათქვამია განცხადებაში.