მდინარაძე ოპოზიციას: ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!

"ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" შიში აქვს.


"ამ ხალხს, ვინც აქ გამოდიოდა, მათ შორის არა მხოლოდ უმრავლესობიდან, ობიექტურად უნდა ვთქვა, რომ შიში არ გვქონია მაშინ, როცა თქვენი ჭკუით შიშის ზარს სცემდით ქვეყანას. დღეს რა შიშზე ლაპარაკობთ? ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ? საბედნიეროდ დღეს ერთადერთი ბერკეტი გაქვთ - ტყუილი. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი, ცოტა დაწყნარდით", - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.


მმართველი გუნდის შიშზე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ისაუბრა.


"როდემდე უნდა იცხოვროთ "ნაციონალური მოძრაობის" შიშით და როდემდე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები იმის და მიხედვით, რას ფიქრობს "ნაციონალური მოძრაობა". ქვეყანას თქვენ მართავთ, ბატონებო და არა „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.


ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე სარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს განიხილავენ. ერთი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერაა ინიცირებული, მეორე ოპოზიციის. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ორივე ეთანხმება. უმრავლესობის პროექტის მიხედვით, არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ტარდება, და უქმდება საარჩევნო ბლოკები. საარჩევნო ბლოკების გაუქმებას აპროტესტებს ოპოზიცია. მათ მიერ ინიცირებული პროექტით, არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი და ბლოკები იქნება.


აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლმ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი გახარია - ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.

გიორგი გახარია - ციტრუსის ფასებსა და რეალიზაციაზე არ არსებობს პრობლემა - აჭარელი გლეხი კმაყოფილია

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

გიორგი გახარია: რაც უფრო მეტი კალაძინსაირი პოლიტიკოსი გვეყოლება გუნდში "ქართული ოცნება" მით უფრო კარგად იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერის საუკეთესო პოლიტიკოს უწოდებს. 

ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი ჩაიძირა

ქობულეთში ქაფშიით დატვირთული სეინერი ჩაიძირა. გემზე მყოფი მეთევზის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  

საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში" გაიმართა.

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს.