"მომხდართან დაკავშირებით პოლიციიდან შემატყობინეს. არც ვიცი, როგორ რა იყო და ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რაც არ მინახავს იმას ვერ ვიტყვი," - ამბობს თბილისის ზღავზე მოკლულუ 36 წლის ნოდარ ცხადაძის მამა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ნოემბერს ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.