ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საუბრობდა. მან ოპოზიციური პარტიები "ნაცებად", "შმაცებად" და "შმაცუნებად" მოიხსენია რასაც "ევროპული საქართველოს" წევრების მხრიდან მოჰყვა შეძახილები "ბებიაშენს დაუძახე".
"ამ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ ვერ შევცვლით, ისინი ვერ გამოსწორდებიან. ეს დაამტკიცეს 16 წლის განმავლობაში და თქვენ გინდათ, რომ რაც 16 წლის განმავლობაში დაამტკიცეს, ის შეცვალო?
16 წელი ზრდასრული ადამიანი ვერ იცვლება და ზრდასრული პოლიტიკური პარტია მითუმეტეს ვერ შეიცვლება. ერთნაირები არიან, ერთნაირი პათოსი აქვთ. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ვიმოქმედოთ არა ისე, როგორც აწყობთ ამ პოლიტიკურ პარტიას, აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ პარტიას, "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" ყველა განშტოებას, ვგულისხმობ, "ნაცებს", "შმაცებს" და "შმაცუნებს". ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის სესიაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობაში აზრები ორად არის გაყოფილი. გუნდის ნაწილი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს რისკის შემცველია.