დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს

„ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

მისი თმით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დაამარცხა აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება:


„ცხადია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით ეფექტურად მოემსახურება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალთა მრავლფეროვნების კეთილშობილურ იდეას და, რაც მთავარია, ეს მიზანი მიღწეული იქნება ისე, რომ არ დავაზიანებთ არცერთ სხვა საზოგადოებრივ სიკეთეს და ინტერესს - ჩვენ მრავალფეროვნების ხარჯზე კი არ უნდა ვახეიროთ ნაცები, ნაცების ხარჯზე უნდა ვახეიროთ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.


და ბოლოს, ყოველგვარი სპეკულაციების გასაფანტად ვიტყვით, რომ სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დავამარცხეთ ჩვენ აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება. ამიტომ თუ ხალხის ნდობა ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ის ხელისუფლებაში ნებისმიერ შემთხვევაში მოვა და ამიტომ არანაირი საჭიროება არ არის ხელოვნურად ვუყაროთ სასუქი მავნებლებს.


აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას - ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, "ქართულმა ოცნებამ" რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს ნაცებთან, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ, პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს - უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამოსილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ ნაციონალური მოძრაობა“ - განახადა დიმიტრი ხუნდაძემ.  


ცნობისთვის, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს/მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. ანუ, სულ მცირე ერთ მანდატს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.67%-ს მაინც.


რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მას თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, თუ ერთ პარტიას მიღებული აქვს 45.1% და მეორე პარტიას 7.8%, ამ შემთხვევაში 7.8-ს მიენიჭება უპირატესობა.


არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება იმ პარტიებს, რომლებსაც 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს, ნაცვლად 25 000 ხელმოწერისა. თუმცა ეს იქნება ერთჯერადი. ხელმოწერის ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ბუნებრივი ბარიერი არის ერთჯერადი და ის მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს. 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, თუმცა 5%-იანი ბარიერი განახლდება.


ექსპერტი: ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მოსახლეობას სამოქალაქო ავიაციის დღეს ულოცავს და ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.