თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე, კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, უადგილოა

"ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პროპორციულ საარჩევნოს სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა. 


„მე მგონი ყველა ვაცნობიერებთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, ის კენჭისყრა, რომელიც წინ გველის, ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიგვიღია ამ ოთხი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება უახლოეს პერიოდში - დღეიდან, ხვალიდან და მომავალი წლების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას.


თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახლა კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, მისაღები და ა. შ. არის სრულიად უადგილო.


„ჩვენ ამაზე ვიკამათეთ უკვე წლების განმავლობაში და გადავწყვიტეთ და გადაწყვიტა ამ უმრავლესობამ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უკვე წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ დღეს სხვა რამეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ეხება არა იმას თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის ეს სისტემა ძალაში - შედის 2020 წლის არჩევნებისთვის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის. ის, რომ ეს სისტემა და ეს ცვლილებები ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ ეს პირობა ჩვენს საზოგადოებას მივეცით, მისცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ და ეს მოლოდინი საზოგადოების მხრიდან არსებობს და ეს მოლოდინი ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით.


ამიტომ ახლა საუბარი იმაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ასე ვთქვათ, აი ამ მნიშვნელოვანი პირობის, მიმაჩნია სრულიად არასწორად. უფრო სწორედ, პირიქით, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ უმნიშვნელოვანეს დაპირებას, რომელიც ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ამ ზაფხულს მივეცით, ეს პარლამენტი, დღეს, ხვალ, არ ვიცი, როდესაც იქნება კენჭისყრა, აუცილებლად შეასრულებს. და ეს იქნება სწორი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის დაპირება და დაპირებას შესრულება სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ჯანსაღად განვითარებისთვის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მისივე თქმით, ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში.


„ეს უნდა დაიწყოს ახლავე, არა 2024 და 2028 წლიდან, არამედ ახლავე, იმიტომ რომ მთელმა რიგმა პროცესებმა განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან სწორ და კარგ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ, მივიღებთ და ამისთვის მინდა კოლეგებს წინასწარ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


 

ექსპერტი: ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მოსახლეობას სამოქალაქო ავიაციის დღეს ულოცავს და ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.