სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში.

აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.


როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გუშინდელი განხილვა და პარლამენტში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ  არსებობს დაპირების შეუსრულებლობისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების რისკები.


„2017 წლის ანგარიშში, საარჩევნო უფლების ჭრილში, სახალხო დამცველი მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდა საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც არჩევნების შედეგების შესაბამის მანდატებში გარდასახვისას არსებული დისპროპორციის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, თუმცა 2020 წლის ნაცვლად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებას უარყოფითად აფასებდა.


აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა მმართველი პარტიის მზაობა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შემოღების თაობაზე და საპარლამენტო უმრავლესობის 93 წევრის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. გუშინდელი განხილვა და პარლამენტში გამართული დისკუსიები აჩვენებს, რომ სამწუხაროდ არსებობს დაპირების შეუსრულებლობისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების რისკები. გუშინდელ განხილვაზე უმრავლესობის 16-მა წევრმა, რომელთაგან 12 თავადაა მისი ინიციატორი, კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება და შეკითხვები დააფიქსირა, კენჭისყრა კი დღეისათვის გადაიდო. 


სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში და ხალხის ნებისა და არჩევნების შედეგების პროპორციულად ასახვას შესაბამის მანდატებში“, - ნათქვამია განცხადებაში.


"მოსამართლეთა ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა" - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება

"საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვის და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის".

ათენში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ათენში, 13 დეკემბერს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე შეხვედრა გაიმართა.

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

თსუ-ში ახალი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა - „ტურიზმი“ ამოქმედდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ.

გივი მიქანაძე შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.

დღეს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება.

ალექსი გონჩარუკი გიორგი გახარიას: თქვენი ვიზიტი არის საფუძველი, საქართველო - უკრაინის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს

უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსი გონჩარუკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. საზღვარს 

"ე.წ. სასამართლო სხდომის გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს",-ასე გამოეხმაურა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას განცხადებით ეხმაურება.

 
გია ვოლსკი: ადამიანების იძულება 2012 წელს დავამთავრეთ

14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია : უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა

"ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ".

გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველს იმიტომ ირჩევს პარლამენტი, რომ მან ზოგადი ინფორმაცია კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს

„თუ სახალხო დამცველს რამე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, საჯარო არ უნდა გახადოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი "სასამართლო“ სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი "სასამართლო" სხდომა მომდევნო კვირისთვის ჩაინიშნა.

ლევან დავითაშვილი: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია. 2019 წლის ბოლო თვეებში კი,  განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

პრემიერი: მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს

"ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრანის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება.

adjarabet.com-ის მომხმარებლებმა 1 000 000 ლარი მოიგეს და კიდევ 1 500 000 ლარის მოგების შანსი აქვთ

adjarabet.com-ის უპრეცედენტო გათამაშება „25 ახალი წელი“ გრძელდება.

ავსტრიაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დეკემბერს ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა. 

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თელავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 2000 ლარად?

რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2000 ლარად მოაწყოთ, დამატებით უფასოდაც მოგიტანენ მისამართზე.