ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება დაფინანსების სისტემას, პირველადი ჯანდაცვის სისტემას, მედიკამენტების საკითხს.


„დაფინანსების ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის.


ტიკარაძის თქმით, აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.


ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს.


ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი", - აღნიშნა მინისტრმა. 


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების საკითხზეც.


„უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერთიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მან ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს, მათ შორის იმერეთის რეგიონში. ეს ეხება საქართველოს მასშტაბით 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას.


შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისფულების და რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ლენტეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქელეშბი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საფრანგეთში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი მიმდინარეობს

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი დაიწყო. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

 

კახა კალაძე: ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისის გაცილებით უკეთესი იყოს

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ვაკეში, გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს 12:30 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

"წინანდლის პრემიის" ლაურეატები 10 დეკემბერს გამოვლინდებიან

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 10 დეკემბერს 19:00 საათზე "წინანდლის პრემიის" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შიშები გვაქვს

"შიშები გვაქვს იმასთან დაკავშირებით როგორი იქნება ექიმ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ 10 წლის კესარიას ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან.

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ძალიან მძიმე და მტკივნეულია 

„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან, კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპატრიარქო: დავით გარეჯში შემავალი "უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონასტერთა საკითხი გადაუჭრელი რჩება 

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება.

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.

Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

როგორ პორტალი M2B წერს საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან, სავარაუდოდ, $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.

 
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.

10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნება

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მეგზევის დღე აღინიშნება.

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს, თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.