ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშა ძაძამიამ 2019 წელი შეაჯამა და ის ტურნირები მიმოიხილა, რომლებიც საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით ‘Tbilisi Hills Golf Club’-ში ჩატარდა. საუბარი შეეხო ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა.
2020 წლის პროგრამა ‘Wine Land Golf Tours’-ის დამფუძნებელმა ზურაბ ბოქოლიშვილმა წარადგინა. პროგრამის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში გოლფის 7 სამოყვარულო ტურნირი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გოლფის ფედერაციამ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი უმასპინძლოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B დივიზიონს.
უფლების მოპოვების შემთხვევაში, ევროპირველობა ‘Tbilisi Hills Golf Club’-ში ჩატარდება.