კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე კანონპროექტის ჩადგებას, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას უწოდებს.
"ქართული ოცნების" 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა", - წერს კვირიკაშვილი.
101 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო.
პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარებულიყო. ის პარტია რომელიც ბუნებრივ ბარიერს - 0.67%-ს გადალახავდა, პარლამენტი 1 მანდატს მაინც მიიღებდა.
კონსტიტუციის მიხედვით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საქართველო 2024 წელს უნდა გადავიდეს, თუმცა 20 ივნისის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო წესის ცვლილების პირობა დადო. ცვლილების წინააღმდეგ კენჭისყრაზე მაჟორიტარმა დეპუტატებმა მისცეს ხმა.
იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.