ენმ-ის მხარდამჭერები თბილისისკენ დილით სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ.
პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის თემურ ბასილაიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან თბილისში 600-ზე მეტი მოქალაქე წავიდა, სამეგრელოდან აქციაზე წამსვლელი ადამიანების ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.
რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს", დაახლოებით, 30-მდე სამარშუტო ტაქსით შეკრებილები დედაქალაქისკენ ცოტა ხნის წინ გამოემგზავრნენ.
ისინი 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ თანამოაზრეებს შეუერთდებიან.