სოფელ ბენარასთან BMW-ს მარკის ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა 17 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. ავტომობილი სრულად დაიწვა.
მანქანაში სამი მგზავრი იჯდა, შემთხვევის შედეგად ორმა სხეულის მხუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
"იყვნენ მსუბუქად დაშავებულები. ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და გაეწერნენ ბინაზე", - გვითხრა კლინიკის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.