„პირველის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში ამ დროისთვის დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, ნუკრი ქანთარი, მიხეილ ყაველაშვილი და სიმონ ნოზაძე იმყოფებიან.
სიმონ ნოზაძის თქმით, უმთავრესი მოცემულობაა ქვეყანა მშვიდობიანი გზით მივიდეს 2020 წლის არჩევნებამდე.
„მმართველმა გუნდმა პასუხიმგებლობა უნდა აიღოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, უნდა იყოს სტაბილურობა, ქვეყანა მშვიდობიანი გზით უნდა მივიდეს 2020 წლის არჩევნებამდე. ეს არის უმთავრესი მოცემულობა“, - აღნიშნა ნოზაძე.