გია ვოლსკი: რაც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

მან ყურადღება გაამახვილა სამ ასპექტზე, რომელიც მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიხსენოს და გაიაზროს.


„ ნომერი პირველი საკითხი არის სიმბოლო "ნაცმოძრაობისა", რომელსაც აუცილებლად ეწერა აღზევება რომ არა ძალიან მკაფიო პოზიცია და საზოგადოების განწყობა ამ სიმბოლოების მიმართ, ეს სიმბოლო არის კასრები, ეს კი არა ქუჩაში რომელიც იყო, ის კასრები რომელიც აღმოაჩინეს საწამებელ ადგილებში და ის ყავარჯნიანი კაცი, რომელიც ძალადობდა. აი, ამ ყავარჯნებიდან ჩამოგდების გამო არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელი ყველაზე საძულველი და ყელში გაჩხერილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სიმბოლოებს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ. 


მეორე ასპექტი, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა გაამახვილა ყურადღება, არის დეზინფორმაცია, კერძოდ ის, რომ მედია საშუალებების თქმით, სპეცოპერაცია ჩატარდა იმისათვის, რომ პარლამენტში ბიუროს სხდომა გამართულიყო.


გია ვოლსკის განმარტებით, მედია არ საუბრობს იმაზე, რომ არსებობს დღის წესრიგი, რომელმაც უნდა შეცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც აქვს მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას ვისაც ფრორმა აცვია, იმ ადამიანებს ვინც სახელმწიფოს ემსახურება.


„თითქოს ეს საკითხები არ არსებობს და თითქოს ბიუროს დღის წესრიგი მხოლოდ იმაშია, რომ როგორმე ჩვენი პოზიცია პოლიტიკურ ასპარეზზე გავაძლიეროთ. და დღეს, ამასთან დაკავშირებით ამდენი მედია, რომელიც პრინციპულად იქცა "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად, თითქოსდა მათი არსებობა ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი თავის პოლიტიკური პროფილით რომ არა მედია თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს. 


ამაზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ, რომ ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას რომელიც საზოგადოებას გააჩნია. შეცდნენ, ეს ასე არ იქნება“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.


მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე იდგა, რადგანაც აზრი რეალურად გაიყო.


„ამათმა რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ პარტიის ლიდერი განაპირობებს ყველაფერს და მისი ერთი დაძახება საკმარისია იმისათვის, რომ ყველა იყოს ერთსა და იმავე აზრზე, არ არის ასე. მე რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პოლიტკური ძალისხმევა და შეგნება გამოვავლინეთ მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოზიციებზე მდგომმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანობა შეგვენარჩუნებინა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ სახელმწიფო ვერ აიტანს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას, თუნდაც უმრავლესობის დაშლას და დაპირისპირებას, რაც გაახარებდა იმ ადამიანებს, ვისაც დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად მიაჩნიათ“,- აცხადებს გია ვოლსკი. 


გია ვოლსკიმ კოლეგებს მიმართა, რომ ეს ასპექტები გასათვალისწინებელია.


„მომავალში ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი სახელმწიფოს, როგორი კანონები მივიღოთ, როგორ გავაუმჯობესიოთ ხალხის სოციალური მდგომარეობა და ის საკითხები, აუცილებლად საზოგადოებამდე მიტანილი უნდა იყოს ისე, რომ ვერენაირად ვერ გადაფაროს ვინ ვისზე რა თქვა, ვინ ვის შეაგინა, ვინ ვის მუშტი მოუღერა.
ხალხმა უნდა იცოდეს რას წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტი, რომელზეც ძალიან კარგად პარლამენტმა, და რას წარმოადგენს ჩვენი მომავალი ამოცანა სტაბილურობის მისაღწევად“,- განაცხადა უმრავლობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.


ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი ჩაიძირა

ქობულეთში ქაფშიით დატვირთული სეინერი ჩაიძირა. გემზე მყოფი მეთევზის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  

საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში" გაიმართა.

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების დაარსებით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.

ზუგდიდსა და იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლის შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში, ქალაქის მერის კონსტანტინო პეჩერილო, ვიცე მერი მარია დი ლორენცოს მოწვევით იმყოფება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებმა შეხვედარზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს

მულტიფუნქციურ სივრცეში,"ტერმინალი" "განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის" ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადაებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სახლი დაიწვა

თბილისში დოლიძის ქუძაზე ხანძარი დილით კერძო სახლს გაუჩნდა. ადგილეობრივების თქმით, აღნიშნულ სახლში, რომელიც მთლიანად განადგურებულია 5 სული ცხოვრობდა.

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტზე 11 პირის სასამართლო პრეცესი დღეს განიხილება

ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვან მსხვერპლებს. სხდომაზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

ვაკეში 8 დეკემბრიდან სატრანსპორტო სქემა შეიცვლება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შეასრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიიღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.