გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტი მზარდია ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მთლიანი მაჩვენებლის 22.6%-ია. ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით მიღებულ შედეგს აჩვენებს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია. 

მისი თქმით, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 10.4 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია.


„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია. არადა ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენნაირ ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. აღვნიშნავ, რომ ქვეყანა ვითარდება და კვლავ მზარდია წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რაც ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირებით მიმდინარეობს.


საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 10.4 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5. %-ით არის გაუმჯობესებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, საგარეო მოწყვლადობის შემცირების თვალსაზრისით, რაც აისახა კიდეც ქვეყნის გაუმჯობესებულ საკრედიტო რეიტინგებში და დღეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 41.4 პროცენტია. 


ნიშანდობლივია, რომ ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით არის გაზრდილი და 1 889.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკაში კვლავ მზარდია ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მთლიანი ექსპორტის 22.6 % შეადგენს, ხოლო გასულ წელთან შედარებით მთელი 14 %-ით არის გაზრდილი და აჩვენებს იმ დადებით ეფექტსაც, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით მიიღო ქვეყანამ“. - წერს ცუცქირიძე.


ექსპერტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ეკონომიკაზე მის შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენაზეც საუბრობს. 


„ახლა რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, და მის შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე. თუ გავიხსენებთ თუნდაც 20-21 ივნისს განვითარებულ პროცესებს, ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა, წარმოქმნის რა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს, პირველ რიგში, სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად. ყველაზე დიდი რყევაც ლარმა სწორედ 25 ივნისიდან დაიწყო. თავის მხრივ, ჯერ კიდევ ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე, ასევე, აისახება გაზრდილ ფასებზე და ინფლაციის ისედაც გაზრდილ მაჩვენებელზე.


რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე მაკროდონეზე შეანელებს საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტსაც და ეკონომიკურ ზრდასაც. სუსტი ლარი ექსპორტზე კი მოქმედებს ერთი მხრივ დადებითად, მაგრამ ამავდროულად საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების თვითღირებულებაში იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე, გააძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას. გაზრდილი ინფლაცია ეროვნულ ბანკს აიძულებს, გაამკაცროს ბოლო პერიოდში ისედაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთების ზრდით, რასაც, ექსპორტის ზრდის ტემპების შენელებასთან ერთად, ეკონომიკის ზრდაზე ექნება ნეგატიური ზეგავლენა“. - აცხადებს ცუცქირიძე.


როგორც ექსპერტი წერს, დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულ სხვა პრობლემები აწუხებს, იქნება ეს დასაქმება თუ ხვალინდელი პერსპექტივა, და ეს თუნდაც IRI-ს ბოლო კვლევამაც დაადასტურა.


„აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სპილენძის მადნებისა და კონცენტრანტების (24.7%), ასევე მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი.


ბოლო წლებში წმინდა ექსპორტის მზარდ დინამიკას ადასტურებს თუნდაც 2018 წლის შედეგები. გასულ წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.


მიმაჩნია, რომ ეს არის შედეგი საქართველოს მთავრობის მხრიდან გაწეული საქმიანობისა, რაც ექსპორტის შემდგომი ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით ხორციელდება. პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებასაც“. - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.


კელი დეგნანი: მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აკავშირებს

"ჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად, მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას თითქმის 30 წელია აკავშირებს",-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა.

სოფიო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გერმანელი და ლატვიელი პარლამენტარების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

თურნავა: საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევების მიმართ

"ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

ნათია მეზვრიშვილი: დონორთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია

"დონორთა დახმარება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დონორთა კონფერენციის შესახებ განაცხადა.

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა

პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა. ამის შესახებ PIA.GE -ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ ორ პირს გაესაუბრა

2020 წლის 29 იანვარს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვალერიან ვაჭარაძეს და დავით ზირაქაშვილს გაესაუბრა.

ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან გამსვლელებს გრიპზე შეამოწმებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან სამედიცინო ამბულატორია დგას. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

მერაბ ქვარაია: ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს“ არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დანამატები არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სატელიტებს, ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს" არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. სინამდვილეში, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ან მასთან დაკავშირებული დანამატები არიან,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო

დღეს დილით სამხარეო ცენტრის სამ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიუვიდა. მათ შორის არის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე, დალი მოსიაშვილი.

გიორგი გახარია „ფრონტერაზე“: ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის ინტერესიდან გამომდინარეობს

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი".

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება. 

გახარია კონგრესმენების წერილზე: არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების, არც პასუხების გაცემის 

"სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავჯდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს

დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სადისკუსიო პანელის ფორმატში, ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ

სულ მცირე, უხერხულია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, თავიანთი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი გახარია: სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას

"საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა, შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები".

აზარტული თამაშების ზიანის შემცირების მიზნით საპატრიარქოში მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

პრემიერი: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც და "დასპოილერებაც" - საინტერესო ცხოვრება გველის 

"ცხოვრება მოძრაობაა, ყოველთვის ყველაფერი იცვლება, ყველაფერს უნდა დაველოდოთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.