"9 ნოემბერს თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მქონე პაციენტთან ვიზიტის დროს უკანონოდ დააკავეს მას ორ თვიანი უკანონო წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ის დღემდე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით და სხვა გამოგონილი ბრალდებებით. ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მოგოწოდებთ ამ საკითხზე მტკიცე და პრინციპული პოზიცია",- აღნიშნა იმნაძემ.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს კი მას წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში საოკუპაციო ძალებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ექიმი.