ამ გზით, ოჯახმა მიიღო ცხოვრებისა და მუშაობის უფლება გერმანიაში. გადაწყვეტილება BAMF- მა მიიღო 21 ოქტომბერს მიიღო.
ექსპერტების აზრით, თუ მოკლულის ოჯახის წევრებს ქვეყნიდან დაადეპორტებდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. სხვადასხვა ფრაქციის პოლიტიკოსები ითხოვდნენ, რომ ოჯახისთვის გერმანიაში დარჩენის უფლება მიეცათ.
"ახლა ბავშვებს შეუძლიათ უსაფრთხო გარემოში გაიზარდონ. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს", -ამბობს მ.ც.
"ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მოგვიანებით, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოსა და უკრაინის ანტიტერორისტული განყოფილებების ინფორმატორად და შუამავალად მუშაობდა. ასევე, ამერიკული სადაზვერვო უწყებები, განსაკუთრებით CIA, იყენებდა მის კავშირებს შორეული კავკასიის რეგიონში.
ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში, "პატარა ტირგარტენის" პარკში, იარაღის სამი გასროლით მოკლეს.
მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ, Der Spiegel-ის, The Insider-ისა და Dossier Center-ის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დანაშაულის კვალი რუსეთიოს სპეცსამსახურებამდე მივიდა, თუმცა საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის, რადგან შესაბამისი რუსული უწყებები გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.