მიხეილ ყაველაშვილი: დადგა ქვეყანაში იმის დრო, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება-არგადაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დადგა იმის დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

"მე ვარ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი და ვიმყოფები პარლამენტში. თუ მე დავინახე რაიმე საშიშროება ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ წუთს და დავინახე უფრო მეტი რისკი, ვიდრე ეს შესაძლებელია რაღაც გადაწყვეტილების უკან, მე ვალდებული ვარ, შინაგანად გულწრფელი ვარ ჩემი თავის წინაშე, საზოგადოების წინაშე, სახელმწიფოს და სამშობლოს წინაშე, ეს ხმამაღლა განვაცხადო. ამიტომ, როცა დავინახე რისკები და რისკებზე პასუხის გაცემა ყველას გაუჭირდა, ამაზე დისკუსია გვქონდა გუნდის შიგნითაც - ნებისმიერ ჩემს დანაპირებს გადავთქვამ თუ რაიმე სახით ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას საფრთხე ემუქრება"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში."

"უკვე დადგა ქვეყანაში იმის დრო, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არა იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე მოვახვიოთ თავზე არამედ, ვკითხოთ მოქალაქეებს, რა ურჩევნიათ და რა უნდათ მათ. უკვე არის იმის დრო, რომ გადაგდება არ გადაგდებაზე კი არა, თვითონ სარჩევნო პროცესზე ვისაუბროთ. როდესაც ასე აწვდით საზოგადოებას აზრს, თითქოს მაჟორიტარული სისტემა არის ჩამორჩენა და მხოლოდ რუსულ ნარატივს მიაბამთ, აი ეს არის ტყუილი და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა.

პირდაპირი მაჟორიტარული წესით ირჩევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. რატომ ასე არ აწვდით აზრს ჩვენს მოქალაქეებს? ამიტომ ეს მიზანმიმართული არის იმ ერთი ძალის "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და თქვენც ამ ძალის გარშემო ტრიალებთ. ეს არის სიმართლე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მისი თქმით, როდესაც საუბარი არის დაპირებაზე და აქცენტები კეთდება ერთი კონკრეტული ძალის ნარატივზე, რომელიც არა მარტო ამ თემასთან დაკავშირებით არამედ, მთლიანად პროცესს ვერა და ვერ მოერია.

"ვერც მედია და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ მოერია იმას, რომ ერთი ძალა "ნაციონალური მოძრაობა" შემოაგდებს რაღაც ნარატივს და ამაზე ხდება აპელირება. მსჯელობა შინაარსზე კი არ მიდის არამედ, მიდის ფორმაზე - თუ როგორ გადააგდო უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობა ან პარტიები, რომლებიც მიმართულები იყვნენ, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო.

მეც და თქვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ჩემთვის პირველი პასუხისმგებლობა არის ამ ქვეყნის წინაშე და ამ ქვეყნის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარა, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება და რეაბილიტაციის შანსს რევოლუციურ სცენარებში ხედავს

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა 

"განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

ლარი გამყარდა

10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.57 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილემ  ბესარიონ  სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

„ქალები ქართულ პრესაში“ - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანა ბაქანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის - „ქალები ქართულ პრესაში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

გიგი უგულავა: ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობასთან "ქართული ოცნება" მარტოა დარჩენილი

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ივანიშვილი არ ცნობს",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებას. 

საქართველოს ელჩი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ჰენნ პილუაასთან შეხვედრა გამართა.

კახა კალაძე ბიუჯეტზე: თბილისში მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა დეპუტატებმა თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი შენგელია დაასახელეს.

მაია ცქიტიშვილი: 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია

საქართველოს ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი: ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება

"ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ შეუსრულებლობის გამო დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება", -ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა კონფერენციაზე განაცხადა. 

 

ვოლსკი: პარტიათაშორის ურთიერთობაში კრიზისია და ეს ჩვენ არ გამოგვიწვევია

"საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება, 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი $3 051 424 548 შეადგენს.

მამუკა მდინარაძე: ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში

"მოსალოდნელი იყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც სამწუხაროა", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს. 

ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა

ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტი "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება ოფიციალურად დაიხურა

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება" დახურვის  ცერემონია გაიმართა.

ალექსანდრე ერქვანია: ბევრი მიზეზია, რის გამოც უმრავლესობა დავტოვე

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. 

ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორია

პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და რამდენიმე დღის წინ ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.

13 დეკემბერს თელავში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.