ოცნების დეპუტატი V.S. კობა გვენეტაძე [ვიდეო]

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ სებ-ი რეალობას უნდა დაუბრუნდეს და ინფლაციის შემცირებაზე იზრუნოს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ სებ-ი დღეს უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების გაიდლაინებს აქცევს ყურადღებას, ვიდრე იმ კონტექსტს, რაც ქვეყანაშია. კომიტეტის წევრმა დავით სოლღულაშვილმა კი კობა გვენეტაძეს ფულის მასის, 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვის, შიდა ვალის, სავალუტო ინტერვენციებისა და სხვა საკითხების შესახებ რამდენიმე „ბლიც“ კითხვა დაუსვა.


კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ 200,000 ლარამდე სესხების აკრძალვა სებ-ის რეგულაციების პაკეტის ნაწილი არ ყოფილა და ის თავად პარლამენტმა დაამტკიცა. ფულის მასის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მონეტარული თარგეთირების რეჟიმის პირობებში ფულის მასა თავისუფალ ბაზარზე დგება, ხოლო სავალუტო რეზერვების ზრდასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძე ამბობს, რომ რეზერვების შევსება ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და ნაჩქარევად მისი შევსება არ მომხდარა.

წყარო: bm.ge

დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე - დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძე: პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპარლამენტარების მოტყუებაზე გადავიდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპარლამენტარებს „პოლიტპატიმრების 85-კაციანი სია“ წარუდგინა, რეალურად კი აქედან პატიმრობაში მხოლოდ ოთხი ადამიანია.

ლევან დავითაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებული კვლევები სიცრუეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა.

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარა, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება და რეაბილიტაციის შანსს რევოლუციურ სცენარებში ხედავს

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა 

"განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

ლარი გამყარდა

10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.57 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილემ  ბესარიონ  სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

„ქალები ქართულ პრესაში“ - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანა ბაქანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის - „ქალები ქართულ პრესაში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

გიგი უგულავა: ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობასთან "ქართული ოცნება" მარტოა დარჩენილი

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ივანიშვილი არ ცნობს",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებას. 

საქართველოს ელჩი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ჰენნ პილუაასთან შეხვედრა გამართა.

კახა კალაძე ბიუჯეტზე: თბილისში მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა დეპუტატებმა თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი შენგელია დაასახელეს.

მაია ცქიტიშვილი: 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია

საქართველოს ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი: ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება

"ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ შეუსრულებლობის გამო დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება", -ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა კონფერენციაზე განაცხადა. 

 

ვოლსკი: პარტიათაშორის ურთიერთობაში კრიზისია და ეს ჩვენ არ გამოგვიწვევია

"საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება, 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი $3 051 424 548 შეადგენს.

მამუკა მდინარაძე: ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში

"მოსალოდნელი იყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც სამწუხაროა", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს. 

ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა

ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტი "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება ოფიციალურად დაიხურა

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება" დახურვის  ცერემონია გაიმართა.

ალექსანდრე ერქვანია: ბევრი მიზეზია, რის გამოც უმრავლესობა დავტოვე

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.