ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები

„2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელი შევუშალეთ ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას სუსტი მთავრობის ფონზე“,  -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად შეგნებული.


„ველოდით შიდა გუნდურ რყევებს, ქუჩაში უკმაყოფილებასაც, ეს ჩვენ პირველ დღესვე განვაცხადეთ, მაგრამ სჯობს ეს მოკლევადიანი რყევები გადავიტანოთ, ვიდრე ქვეყანა შევიყვანოთ რეალურ კრიზისში, რისი მაგალითები საერთაშორისო ასპარეზზეც გვაქვს“, - აღნიშნა დეპუტატმა. 


ხუნდაძის განცხადებით, არასერიოზულია ოპონენტების საუბარი იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთპარტიულობას უზრუნველყოფს და დიქტატურას შეუწყობს ხელს.


„ეს არის სისტემა, ერთი რომ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მეორე - გაუადვილებს ამომრჩეველს რომ ამოიცნოს მისთვის სასურველი კანდიდატი და მას ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და არა ის, რომ ახლა ჩვენ წარვუდგინოთ ფირმანი, რაღაც გრძელი ჩამონათვალი 300 პარტიის, ამ დროს ბევრი არის ერთკაციანი, სადაც ლიდერიც და ბოლო კაციც არის ერთი და იგივე. ასევე პარტიები, ფაქტობრივად, გახდა სამალავი ამომრჩევლისათვის ცუდად დამახსოვრებული პოლიტიკური სახეებისა, რომლებიც ამ პარტიებს შეიძლება ამოეფარონ და გახდნენ პარლამენტის წევრები“, - განაცხადა ხუნდაძემ. 


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სწორედ ისინი ტეხენ დღეს აურზაურს იმის გამო, რომ „ადვილი გზა მონახონ სწორედ აურზაურით და არა ამომრჩეველთა მხარდაჭერით“.


მისი თქმით, ყველაზე მაღალი ინტერესი თითოეული პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესები და შემდეგ დანარჩენი ნებისმიერი რამ, ამ დროს კი მისივე თქმით, ოპოზიციას შეცდომაში შეყავს საზოგადოება, როდესაც აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან იყო დაპირება და ეს დასტურდება მათი ხელმოწერებით, რომ მიღებული იქნებოდა კანონპროექტი პროპორციულ არჩევნებზე 20202 წლიდან გადასვლის შესახებ.


„ქართული ოცნება არ დაპირებია ოპოზიციას, როგორც ამის თაობაზე ოპოზიცია ხშირად აპელირებს, თვითონ სამუშაო ჯგუფებშიც კი არ ღებულობდნენ მონაწილეობას, სად მიიღეს ეს დაპირება? ინიციატივაზე ხელმოწერა კი არ ნიშნავს იმას რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ხელმოწერა ნიშნავს, რომ გაიხსნა დისკუსია, მოხდა ინიცირება. ძალიან ბევრი პროექტი ყოფილა პარლამენტში ინიცირებული, შემდეგ ავტორების მხრიდანაც რომ არ ყოფილა მხარდაჭერილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ასევე არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება პარტიის ლიდერზეც - „უნდა ითქვას, რომ უმრავლესობასთან შეხვედრებზე იყო ბატონი ბიძინას თხოვნაც და მოთხოვნაც.


"ლიდერის პოზიცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხმას იძლევა კონკრეტული დეპუტატი საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე და თუ საზოგადოება ბოლოს ჩათვლის, რომ ჩვენ მათ დაპირება არ შევუსრულეთ, არ შევუსრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე - ის რისკის ქვეშ არ დავაყენეთ, მეორეც თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები და იქნება საარჩევნო პოლიტიკური განაჩენი, თუ კი ასე ჩათვლის საჭიროდ ამომრჩეველი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ​.


 


 


 


 


 


 


პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარა, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება და რეაბილიტაციის შანსს რევოლუციურ სცენარებში ხედავს

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა 

"განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

ლარი გამყარდა

10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.57 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილემ  ბესარიონ  სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

„ქალები ქართულ პრესაში“ - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანა ბაქანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის - „ქალები ქართულ პრესაში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

გიგი უგულავა: ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობასთან "ქართული ოცნება" მარტოა დარჩენილი

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ივანიშვილი არ ცნობს",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებას. 

საქართველოს ელჩი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ჰენნ პილუაასთან შეხვედრა გამართა.

კახა კალაძე ბიუჯეტზე: თბილისში მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა დეპუტატებმა თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი შენგელია დაასახელეს.

მაია ცქიტიშვილი: 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია

საქართველოს ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი: ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება

"ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ შეუსრულებლობის გამო დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება", -ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა კონფერენციაზე განაცხადა. 

 

ვოლსკი: პარტიათაშორის ურთიერთობაში კრიზისია და ეს ჩვენ არ გამოგვიწვევია

"საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება, 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი $3 051 424 548 შეადგენს.

მამუკა მდინარაძე: ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში

"მოსალოდნელი იყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც სამწუხაროა", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს. 

ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა

ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტი "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება ოფიციალურად დაიხურა

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება" დახურვის  ცერემონია გაიმართა.

ალექსანდრე ერქვანია: ბევრი მიზეზია, რის გამოც უმრავლესობა დავტოვე

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. 

ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორია

პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და რამდენიმე დღის წინ ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.

13 დეკემბერს თელავში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.