გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 


მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც. მოქალაქეთა


უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.


მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.


 


"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდება წინასასამართლო სხდომა ბრალდებულების ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

შსს 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა.

ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ორმაგი დიპლომები მიიღონ, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიგა ქვარცხავამ განაცხადა.

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას.

გოგა ხაინდრავა: დანაშაული, რომელიც ეკა გიგაურმა ჩაიდინა, მორალს სცილდება

სააპელაციო სასამართლო გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სარჩელის სარეზოლუციო ნაწილს 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობა ნელ-ნელა ჰარმონიაში მოდის რუსეთის კონსტიტუციასთან

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის ე.წ. კანონის გამკაცრება რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი იყვნენ

"ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: საშუალება ექნებათ დარწმუნდნენ, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი უზენაესის მოსამართლეების დამტკიცების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჩიქოვანი: გიორგი გახარიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

"შეხვედრა იყო პოზიტიური",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი გახარიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

7 დეკემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს მიმართა, აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალოს, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.

ლევან კობერიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: პირდაპირ გვითხრეს, რომ პარლამენტმა არაკვალიფიციური მოსამართლეები აირჩია

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე ლევან კობერიძე უზენაესის მოსამართლეების დამტკიცების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. 

ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება 15-წლამდე პატიმრობით დაისჯება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ცვლილება შეიტანა ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ე.წ. სახელმწიფოებრიობას 2-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

უზენაეს სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა უზენაესთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს წარწერით- "კლანს ხალხისგან".

კახა კალაძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა 

"რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა",-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

ირმა ნადირაშვილს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენებაზე გამოძიების დაწყება არასერიოზულად მიაჩნია

„ევროპული საქართველოს“ წევრს ირმა ნადირაშვილს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენებაზე გამოძიების დაწყება არასერიოზულად მიაჩნია.

ჩუგოშვილი უზენაესის მოსამართლეების არჩევაზე: წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია

"წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია იმიტომ, რომ შედეგი, რომელიც მივიღეთ მოსამართლეების დანიშვნის სახით არის ძალიან სამწუხარო",- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა.