„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

 


მიმდინარე წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება "დელტასა"  და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მოძრავი ქონებით სარგებლობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც "დელტას" ეძლევა საშუალება გაარემონტოს და ექსპლუატაციაში ჩაუშვას 2010 წლამდე პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე (ე.წ. 31 ქარხანა) არსებული დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ის ჩარხ-დანადგარები, რომლებიც  უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ მიმართულებათა განვითარებისთვის, მათ შორის სახმელეთო და საავიაციო მანქანათმშენებლობა.


როგორც ცნობილია, სსიპ სსსტც "დელტა" ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე ოპერირებს უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2013 წლიდან გაფორმებული აქვს სს „თამ“ თბილავიამშენთან. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოო სიმძლავრეების აღდგენის მიზნით, მოხდა ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევა.


უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე დელტამ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე უკვე გაარემონტა  საწარმოები, სადაც ახლა სრულყოფილად მიმდინარეობს მეტალურგიული, საშემდუღებლო, სახარატო და სხვა სახის სამუშაოები, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აშენდა ჯავშანმანქანების ახალი საამწყობო საწარმო, რაც აქამდე არსებული საწარმოო შესაძლებლობების ათვისების კარგი მაგალითია.


საძირკველი ჩაეყარა ეროვნული მნიშვნელობის დიდი გაბარიტების მქონე დეტალების სახარატო დამუშავების საწარმოს მშენებლობას, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს.


 დიდ გაბარიტებზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული საწარმო შესაძლებელს გახდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესებას და შესაძლებელი იქნება ისეთი ტექნოლოგიურად რთული კონსტრუქციების შექმნა, რომელთა დამზადებაც აქამდე შეუძლებელი იყო.


დელტა აგრძელებს ეროვნული სამხედრო-სამრეწველო ბაზის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას და ასევე იწყებს 2010 წლამდე პერიოდში დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ჩარხ-დანადგარების რემონტსა და მოვლა-პატრონობას.


სსიპ სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ცენტრი ვალდებულებას იღებს შეაკეთოს და მუშა მდგომარეობაში ამყოფოს ჩარხ-დანადგარები, დელტას მეურვეობა უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვას, ჩარხ-დანადგარების მუშა, გამართულ მდგომარეობაში ყოფნას მათი მესაკუთრის მიერ შეუფერხებლად ოპერირების პირობებში.


რადგან ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ჩარხ-დანადგარები უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ სხვადასხვა მიმართულებათა განვითარებისთვის, "დელტაში" უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის ზემოთხსენებული ქონების მდგომარეობას და შეადგენს მათი რემონტისა და მოვლა-პატრონობის ერთიან გეგმას.


 


ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ორმაგი დიპლომები მიიღონ, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიგა ქვარცხავამ განაცხადა.

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას.

გოგა ხაინდრავა: დანაშაული, რომელიც ეკა გიგაურმა ჩაიდინა, მორალს სცილდება

სააპელაციო სასამართლო გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სარჩელის სარეზოლუციო ნაწილს 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობა ნელ-ნელა ჰარმონიაში მოდის რუსეთის კონსტიტუციასთან

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის ე.წ. კანონის გამკაცრება რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი იყვნენ

"ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: საშუალება ექნებათ დარწმუნდნენ, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი უზენაესის მოსამართლეების დამტკიცების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჩიქოვანი: გიორგი გახარიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

"შეხვედრა იყო პოზიტიური",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი გახარიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

7 დეკემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს მიმართა, აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალოს, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.

ლევან კობერიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: პირდაპირ გვითხრეს, რომ პარლამენტმა არაკვალიფიციური მოსამართლეები აირჩია

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე ლევან კობერიძე უზენაესის მოსამართლეების დამტკიცების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. 

ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება 15-წლამდე პატიმრობით დაისჯება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ცვლილება შეიტანა ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ე.წ. სახელმწიფოებრიობას 2-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

უზენაეს სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა უზენაესთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს წარწერით- "კლანს ხალხისგან".

კახა კალაძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა 

"რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა",-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

ირმა ნადირაშვილს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენებაზე გამოძიების დაწყება არასერიოზულად მიაჩნია

„ევროპული საქართველოს“ წევრს ირმა ნადირაშვილს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენებაზე გამოძიების დაწყება არასერიოზულად მიაჩნია.

ჩუგოშვილი უზენაესის მოსამართლეების არჩევაზე: წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია

"წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია იმიტომ, რომ შედეგი, რომელიც მივიღეთ მოსამართლეების დანიშვნის სახით არის ძალიან სამწუხარო",- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მდინარაძე: უნდა მოვახერხოთ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომლის მიხედვითაც შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება 

"2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება", -ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი" გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი.

გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: საზოგადოების ნდობა არ ექნებათ 

"ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ ისეთ ვითარებაში, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

გია ვოლსკი: პარლამენტში კონკრეტული ნივთიერების გასხმას თავისუფლად შეიძლება ქიმიური შეტევა ეწოდოს

"რა შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით განისაზღვრება რა სიმძიმის იყო ეს შეტევა",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, გუშინ, პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გასხმის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.