აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიმართავს, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს.  

"მოვისმინე რა, უმრავლესობის ლიდერის, მორიგი საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ რა დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად, ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ, 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გააღრმავებს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას. ამითი უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციას გაუკეთებს, შემდგომ გაღრმავებას საზოგაოდებაში არსებული პოლარიზაციის, რეალურად ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს.

მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა "ქართული ოცნების" იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წელსვე, რომ რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. მარგამ, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება, მიუხედავად  მეთოდისა რა ჩატარდება, სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის“,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.  

 


დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების დაარსებით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.

ზუგდიდსა და იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლის შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში, ქალაქის მერის კონსტანტინო პეჩერილო, ვიცე მერი მარია დი ლორენცოს მოწვევით იმყოფება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებმა შეხვედარზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს

მულტიფუნქციურ სივრცეში,"ტერმინალი" "განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის" ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადაებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სახლი დაიწვა

თბილისში დოლიძის ქუძაზე ხანძარი დილით კერძო სახლს გაუჩნდა. ადგილეობრივების თქმით, აღნიშნულ სახლში, რომელიც მთლიანად განადგურებულია 5 სული ცხოვრობდა.

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტზე 11 პირის სასამართლო პრეცესი დღეს განიხილება

ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვან მსხვერპლებს. სხდომაზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

ვაკეში 8 დეკემბრიდან სატრანსპორტო სქემა შეიცვლება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შეასრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიიღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი: ნარჩენების მართვის მიდგომებში ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დოკუმენტი დაკორექტირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.