პირველ კენჭისყრაში დირექტორობის 9 კანდიდატიდან ბორდის ოთხი ხმა მაია მერკვილაძეს, ფირუზ ბოლქვაძესა და გიორგი კოხრეიძეს შორის გადანაწილდა. რადგან კანონის თანახმად დირექტორობისთვის საჭირო 3 ხმა ვერცერთმა მათგანმა ვერ მიიღო განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდა საჭირო. 20 წუთიანი შესვენების შემდეგ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ 3 ხმით დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.
გიორგი კოხრეიძე საქართველოს პირველი არხის ბორდის წევრი იყო, აჭარის კვოტით. ის პარლამენტის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.
მრჩეველებს არჩევანის გაკეთება 9 კანდიდატს შორის მოუხდათ. კონკურსში მონაწილეობდნენ დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე და შოთა გუჯაბიძე.
აღნიშნული პოსტი მიმდინარა წლის გაზაფხულზე მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა.