ჯაბა ჯიშკარიანი: თქვენ რომ მიგიშვათ მარტო, "ნაციონალურ მოძრაობას" მართლა დააბრუნებთ!

"თქვენ რომ მიგიშვათ მარტო, "ნაციონალურ მოძრაობას" მართლა დააბრუნებთ!", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს. 

"დღეს სულ სხვა სფიჩით გამოსვლას ვაპირებდი მაგრამ დარბაზში მომხდარმა ძალიან შემაშფოთა.


მე, დავინახე განსხვავებული აზრის ზიზღი დღეს, ამ დარბაზში. მინდა, მოვუწოდო აბსოლუტურად ყველა ჩვენს კოლეგას , კიდევ ერთხელ. ყველას, ყველას...ყველა ადამიანს, არა ზოგიერთს, აბსოლუტურად ყველას. ჩვენ, უნდა ვისწავლოთ, აუცილებლად, მეც მეხება ეს და აბსოლუტურად ყველას, პოზიციასაც და ოპოზისიასაც. ჩვენ, უნდა ვისწავლოთ განსხვავებული აზრის ატანა, მოსმენა, გაანალიზება. „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს ვერ იტანდა. ჩვენთვის, როცა მე ვიყავი „ქართულ ოცნებაში“, მე ვამაყობდი იმით, რომ ჩვენთვის იყო მხოლოდ და მოხოლოდ შხაპი და არა ბოღმის საგანი, როგორც ეს ნაც.მოძრაობის შემთხვევაში იყო.


დღეს, სამწუხაროდ მე ვნახე, განსხვავებული აზრი, საკმაოდ კორექტული, სხვათაშორის ვიღაცებითვის ამ დარბაზში იქნა მიუღებელი.


მე, კიდევ ერთხელ ,მინდა გთხოვოთ, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩვენ კოლეგიალობას, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო, მთელი თბილისი და ძალიან ბევრი მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს. და დამიჯერეთ, არავის არავის წამოხტომების არ ეშინია. ზოგზოგიერთები ამ დარბაზში მყოფი, ჩირგვებში რომ იჯდა, ჩვენ ტყვიების წვიმაში გვაქვს გავლილი. ადამიანის უფლებების დასაცავად და ის ადამიანები, ის ნაძირლები, რომლებიც ტყვიებს გვესროდნენ,  თქვენ მოიყვანეთ და თავზე დაგვასვით.  დღეს, თურმე მარტო ხაბეიშვილი ყოფილა ქვეყნის მტერი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის რევანშისტული ძალა - ამ მანიით შებყრობილი ძალა, რომელსაც უნდა, ხელისუფლებაში მობრუნდეს და სისხლი ანთხევინოს ძალიან ბევრ ქართველს და შური იძიოს, მაგრამ , მითხარით, რა განსხვავებაა- ის ადამიანები რომლებიც ამწესებდნენ ადამიანებს ციხეში, ის ადამიანები, რომლებიც ამწესებდნენ ადამიანებს - ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია - რომელიც შემდეგ კვირაში პარლამენტმა უნდა გაიტანოს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით.


მე , საერთოდ არ მინდოდა დღეს, ამ თემებს შევხებოდი, მითხარით, აი ჩემი კოლეგები ხო სხედხართ აქ . საკმაოდ პატივისცემით, მოწიწებით მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი - სად არის ლოგიკა ამასთან მიმართებაში?! - ამაზე საუბრობდა ვატო.


კოჰაბიტაციის ბრალია, უუნარობის ბრალია, უფრო მეტს გააკეთებენ ეს ადამიანები. ხვალ და ზეგ, სახლებში შემოგივარდებიან და როცა გვივარდებოდნენ ხოლმე, ამ დარბაზში მყოფი ნახევარზე მეტი ადამიანი, იმალებოდა. და ისევ ჩვენნაირი ადამიანების კისერზე უნდა გადაიაროს ადამიანის უფლებებზე საუბარმა და ადამიანის უფლებებზე დაცვამ.


როცა, მე და ლევან გოგიჩაიშვილს გვიჭერდნენ, აქ ხაბეიშვილმა ამით დაიწყო დღევანდელი ცირკი თუ მაიმუნობა. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს სოლიდარობაზე რომ ესაუბრა არც ლევან ხაბეიშვილს და არც არავის, ახლა მიშა ამაშუკელს და რამდენიმე ადამიანს არ ვგულისხმობ, თინა ნიბლოშვილს, რომლებიც  ბრძოლის ავანგარდში იყვნენ. მაშინ, 2006 წელს, როცა ძვლებში გვამტვრევდნენ, თითოეულ ჩვენგანს, მაშინ რატომ არ იყვნენ ეს ადამიანები სოლიდარულები?!


აი, ბატონი ლევანი, ხაბეიშვილი - მინდა მივმართო მას, რომ თქვენ, როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ ყველაფერი შეიძლებოდა. შენი სოლიდარობაც მახსოვს, 26 მაისის მეორე დილას, გვამი და ნაგავი გაიტანეთ რუსთაველის ქუჩიდანო, ნიკა კვინტრაძის და მეორე გარდაცვლილის გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, როცა დენზე შეაერთეთ ადამიანები, აწამეთ და მოკალით. როცა 150-ზე მეტი ახალგაზრდა დახვრიტეთ ქუჩაში და ირინა ენუქიძე პარლამენტის შენობის უკან, იხვეწებოდა, მოდით, შემომიერთდით, თქვენს შვილებსაც იგივე მოუვათ, დაგიხოცავენ ახალაიები და სალაყაიები - ეს არის მისი სიტყვების ციტირება.


სწორედ ამაზე ვსაუბრობ, ამიტომ კეთილი ინებეთ და ისურვეთ მოსმენა მაინც, როცა ამას მოყვარე გეუბნებათ და არა მტერი!


თქვენ რომ მიგიშვათ მარტო, „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლა დააბრუნებთ!


სწორედ ამის თქმა მინდოდა და მე მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ხელისუფლება გაიაზრებს ამ ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს შეიძლება ვიღაცებს ეჩვენება, რომ 20 კაცი გამოდის პროტესტზე და ამითი პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნება, მაგრამ დამიჯერეთ, მოსახლეობაში არის ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა, მართალია ისინი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიჰყვებიან, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გაიღვიძებს ეს პროტესტი.


მე, სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ. მე ძალიან მეწყინა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან გავბრაზდი იმ მიდგომაზე, რაც ვატო შაქარიშვილის მიმართ განხორციელდა ამ დარბაზში.


იმედი მაქვს , მომავალში ჩვენს კრიტიკას აიტანთ !", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა. 


 


დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების დაარსებით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.

ზუგდიდსა და იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლის შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში, ქალაქის მერის კონსტანტინო პეჩერილო, ვიცე მერი მარია დი ლორენცოს მოწვევით იმყოფება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებმა შეხვედარზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს

მულტიფუნქციურ სივრცეში,"ტერმინალი" "განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის" ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადაებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სახლი დაიწვა

თბილისში დოლიძის ქუძაზე ხანძარი დილით კერძო სახლს გაუჩნდა. ადგილეობრივების თქმით, აღნიშნულ სახლში, რომელიც მთლიანად განადგურებულია 5 სული ცხოვრობდა.

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტზე 11 პირის სასამართლო პრეცესი დღეს განიხილება

ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვან მსხვერპლებს. სხდომაზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

ვაკეში 8 დეკემბრიდან სატრანსპორტო სქემა შეიცვლება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შეასრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიიღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი: ნარჩენების მართვის მიდგომებში ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დოკუმენტი დაკორექტირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.