ნათია თურნავა: ევროკავშირის ენერგობაზრის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული ვართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით თანამშრომლობის ასამბლეაზე  მოხსენებით გამოვიდა.

ნათია თურნავა ფორუმზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია. დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.


მინისტრმა ასამბლეის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განსაკუთრებული ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.


ნათია თურნავას განცხადებით, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ ღიად განაცხადა თავისი პოლიტიკური არჩევანის შესახებ. 


„ჩვენ ერთგული ვართ ევროკავშირის ენერგობაზრის ფუნდამენტური პრინციპებისა, რომლებიც დაფუძნებულია ბაზრის გახსნილობასა და კონკურენტუნარიანობაზე, მიწოდების უსაფრთხოებაზე, განახლებადი ენერგიის დანერგვასა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ვალდებულებებზე, რომელთაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან ენერგეტიკული სექტორის საკანონმდებლო ბაზის დაახლოების მიმართულებით.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდა ენერგოეფექტურობის სტრატეგიული ჩარჩო კანონმდებლობა, რომელშიც გაერთიანებულია სამი კანონი (ენერგოეფექტურობის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეტიკეტირების და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ).


ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტებს უკვე განიხილავს. 


„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისადმი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის (E5P) ფონდი, რომელიც მიმართულია, წაახალისოს ინვესტიციები ენერგოეფექტურობის მიმართულებით და გარემოსდაცვითი პროექტები ჩვენს რეგიონში. ყველა ასეთ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისა და მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ  E5P - ის ასამბლეაში.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა, ასამბლეაზე მოხსენება გააკეთეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების - უკრაინის, ბელარუსის, სომხეთისა და მოლდოვას წარმომადგენლებმაც.


აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) 200 მილიონი ევროს მოცულობის მრავალ-დონორიანი ფონდია, რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგოეფექტური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით. ფონდი დაფუძნდა შვედეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წელს, ევროკავშირში შვედეთის  პრეზიდენტობის პერიოდში. საქართველოსთვის E5P-ის  23 მილიონი ევროს ოდენობის ფონდი აქვს. E5P-ის გრანტებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ასპექტების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასა და პოლიტიკურ დიალოგს. E5P-ის გრანტები მოქმედებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სესხებთან ერთად მუნიციპალური ინვესტიციებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი შენობების იზოლირება.


ამ ეტაპზე, E5P - ის ეგიდით საქართველოში 4 პროექტია განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 76.8 მლნ ევრო, საიდანაც E5P - ის გრანტმა 16,4 მლნ ევრო შეადგინა.


 


დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების დაარსებით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.

ზუგდიდსა და იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლის შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში, ქალაქის მერის კონსტანტინო პეჩერილო, ვიცე მერი მარია დი ლორენცოს მოწვევით იმყოფება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებმა შეხვედარზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს

მულტიფუნქციურ სივრცეში,"ტერმინალი" "განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის" ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადაებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სახლი დაიწვა

თბილისში დოლიძის ქუძაზე ხანძარი დილით კერძო სახლს გაუჩნდა. ადგილეობრივების თქმით, აღნიშნულ სახლში, რომელიც მთლიანად განადგურებულია 5 სული ცხოვრობდა.

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტზე 11 პირის სასამართლო პრეცესი დღეს განიხილება

ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვან მსხვერპლებს. სხდომაზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

ვაკეში 8 დეკემბრიდან სატრანსპორტო სქემა შეიცვლება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შეასრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიიღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი: ნარჩენების მართვის მიდგომებში ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დოკუმენტი დაკორექტირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.