სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი საწარმო პროდუქტს ექსპორტზე ამერიკაში გაიტანს

2018 წელს, ქარელში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, გახსნილი საწარმო შპს "გლენბერი" პროდუქციას ექსპორტზე ამერიკაში გაიტანს. 

საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. წარმოებაში, ჯამურად, 5 000 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.


სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1 200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 140-მდე.  კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22000. პროდუქციის რეალიზაცია დაგეგმილია საექსპორტო ბაზარზე. წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა  სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა; მომავალ წელს რაოდენობის 3-ჯერ გაზრდა იგეგმება. ამასთანავე, კომპანია მზად არის პირველადი პროდუქცია  ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და  წარმოება გაზარდოს.


ექსპორტზე გასატანად პროდუქციის მომზადების პროცესს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


„სახელმწიფოს მხრიდან აგრარული დარგის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი ხორციელდება. სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ხელშესახები შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. შპს „გლენბერი“ მრავალ  წარმატებულ ბენეფიციარს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნა და დღეს უკვე ქართული პროდუქციის ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.


2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 212 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, შიდა-ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო შეიქმნა.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლოებას მიმართავს. 

მაია ცქიტიშვილი EBRD-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოადგილეებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

საგანელიძე: განიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ თავი დაიმკვიდროს, როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში "საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020"  მონაწილეობა მიიღო.

 

რუსეთში ქალაქის საკრებულოს დეპუტატი და მისი ცოლი მოკლეს

როსტოვის ოლქის ქალაქ ზერნოგრადში უცნობმა პირებმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ანდრეი ალაბუშევი და მისი ცოლი მოკლეს.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

28 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

2020 წლის 28 იანვარს საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს გაესაუბრა. 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ბრიუსელის კინოფესტივალი "შინდისის" ჩვენებით დაიხურა

ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრის მესამე ყოველწლიური ფესტივალი ქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმით "შინდისი" დაიხურა, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს.

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა მუდმივად უარესდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. 

ბრიტანელ მოგზაურს პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

ბრიტანელი მიოგზაურისთვის 26 იანვარს მოპარული ველოსიპედი ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა იპოვეს და როუან კემპბელს დაუბრუნეს.

პრეზიდენტი: პოლარიზაცია ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების მზარდი პოლარიზაცია უქმნის. 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ უფლებების საჯაროდ დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ყურადღება გაამახვილა. 

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო გაუფორმდა, გუგა ბარბაქაძის განაჩენი უცვლელი დარჩა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის განაჩენი კი უცვლელი დარჩა.

პრეზიდენტი: ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, არის გამოწვევები. 

პრეზიდენტი: რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია

"შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

დადასტურდა თუ არა კორონავირუსის შემთხვევა კახეთში - პაატა იმნაძის განმარტება

"22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ  პაატა იმნაძემ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე: შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელსაც საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება

"ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ", - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ ხალხს მიუსამძიმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის იაროსლავ კუბერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.