პრაღაში საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა

26 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა.

სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვა გაუძღვნენ.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში ასევე მონაწილეოება მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა.


კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების მიმართულებით. თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მისი განცხადებით, ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს ჩეხეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყნებს შორის DCFTA-ის ფარგლებში მიღწეული სიკეთეების მაქსიმალურად გამოყენების მიმართულებით.


კომისიის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს და დასახეს კონკრეტული წინადადებები და ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ჩეხეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ამასთან, ჩეხეთიდან საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომისიის ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია ჩეხური ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის, თხილის, თაფლის და აკვაკულტურის პროდუქტების ჩეხეთის ბაზარზე წარმოდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, ქართული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ამასთან, მას ნიშურ ბაზარზე სათანადო ადგილის დამიკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს.


უწყების ინფორმაციით,  სხდომაზე აღინიშნა, რომ ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობით საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა, მხარეები კი აგრძელებენ მუშაობას თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსასაზღვრად. ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტო კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი კონტრიბუციის განხორციელებას დაცული ტერიტორიების ინფრასტურქუტურული პროექტების კუთხით.


ალესანდრე ხვთისიაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ კვალიფიციური მუშახელის ჩეხეთის ბაზარზე ლეგალურად დასაქმების საკითხთან დაკავშირებით და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე.


კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარი საფუძველია ეკონომიკური კავშირების ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანის კუთხით. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საუბარი შეეხება ბიზნესმისიების და ფორუმების გააქტიურებას.


სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს Czech trade-ის რეგიონალური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ხელს შეუწყობს ბიზნესკავშირების გაძლიერებას და ვაჭრობის ზრდას.


საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მონაწილე მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც აისახა საქართველო-ჩეხეთს შორის მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან დარგებში როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, გარემოსდაცვა, ტურიზმი და სხვა.


ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

სებ: 2020 წლის პირველი იანვრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მლრდ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში  ბრალდებული ქ. ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

უკრაინა კორონავირუსის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებს

მიმდინარე წლის 27 იანვრის მდგომარეობით უკრაინაში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სააგენტოს  საქმიანობის  ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა.      

ლარი გაუფასურდა

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.74 თეთრი შეადგინა.