პროკურორი ვაჟა თოდუა: დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილს, პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით სასამართრლოსთვის არაფერი განუცხადებია.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილს, პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არაფერი განუცხადებია.


პროკურორის თქმით, თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, ამ საკითხებზე ესაუბრა.


"დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები, მათ ისაუბრეს ბრალდებულების დაკავებაზე და სხვა გარემოებებზე, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მხოლოდ დღეს განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, თუმცა ამის თაობაზე მას არ განუცხადებია რამდენიმე თვეა", - აღნიშნა პროკურორმა.


ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდების მხარე და სასამართლო შესაბამის ზომებს მიმართავენ ბუდაღაშვილის მიერ მიწოდებული განცხადებაზე შემდგომი რეაგირებისთვის.


"ბრალდებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მასთან შესულიყო მისთვის უცნობი ორი ადამიანი სამოქალაქო ფორმით, არ მომხდარა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, არ იცის ვინ არიან ესადამიანები. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, დაიწყება გამოძიება", - განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.


ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის საქმის არცერთ ბრალდებულს, რომლებიც რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ზეწოლის შესახებ არ უსაუბრიათ, რაც თავად ზურაბ ბუდაღაშვილმაც დაადასტურა.


"ბრალდებული რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებასში იმყოფება და ზეწოლის შესახებ არ განუცხადებია, ასევე, ცნობილია, რომ არაერთი ბრალდებულია მოცემულ საქმეზე, თუმცა ამაზე არავის უსაუბრია. დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ის დეტალურად ისაუბრებს შემდგომში ამ საკითხებზე. ჩვენ, ბუნებრივია, თუ მივიღებთ დეტალურად ინფორმაციას, რომ არსებობს კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა ამსაკითხებზე ესაუბრა. ბუნებრივია, მივიღებთ ყველა ზომას, რათა აღნიშნულ საკითხი გაირკვეს", - განაცხადა პროკურორმა.


კელი დეგნანი: მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აკავშირებს

"ჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად, მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას თითქმის 30 წელია აკავშირებს",-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა.

სოფიო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გერმანელი და ლატვიელი პარლამენტარების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

თურნავა: საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევების მიმართ

"ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

ნათია მეზვრიშვილი: დონორთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია

"დონორთა დახმარება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დონორთა კონფერენციის შესახებ განაცხადა.

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა

პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა. ამის შესახებ PIA.GE -ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ ორ პირს გაესაუბრა

2020 წლის 29 იანვარს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვალერიან ვაჭარაძეს და დავით ზირაქაშვილს გაესაუბრა.

ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან გამსვლელებს გრიპზე შეამოწმებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან სამედიცინო ამბულატორია დგას. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

მერაბ ქვარაია: ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს“ არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დანამატები არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სატელიტებს, ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს" არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. სინამდვილეში, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ან მასთან დაკავშირებული დანამატები არიან,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო

დღეს დილით სამხარეო ცენტრის სამ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიუვიდა. მათ შორის არის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე, დალი მოსიაშვილი.

გიორგი გახარია „ფრონტერაზე“: ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის ინტერესიდან გამომდინარეობს

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი".

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება. 

გახარია კონგრესმენების წერილზე: არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების, არც პასუხების გაცემის 

"სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავჯდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს

დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სადისკუსიო პანელის ფორმატში, ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ

სულ მცირე, უხერხულია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, თავიანთი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი გახარია: სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას

"საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა, შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები".

აზარტული თამაშების ზიანის შემცირების მიზნით საპატრიარქოში მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

პრემიერი: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც და "დასპოილერებაც" - საინტერესო ცხოვრება გველის 

"ცხოვრება მოძრაობაა, ყოველთვის ყველაფერი იცვლება, ყველაფერს უნდა დაველოდოთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.