"ჯიპიაი ჰოლდინგი" ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგვარი განაცხადია - ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.


პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ ჩვენს ძირითად ბიზნესზე - სადაზღვევო საქმიანობაზე და განვავითაროთ ის მიმართულებები, რაც ამ ბიზნესს უკავშირდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, რადგან ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ინვესტორი ყოფილიყო ძლიერი პარტნიორი, რომელიც ღირსეულად გადაიბარებს დაწყებულ საქმეს და იქნება საიმედო როგორც ჩვენთვის, ისე „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომლებისთვის".


მისი განცხადებით, ამ ბიზნესიდან გასვლის მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.


პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი:  „ჩვენი მოტივაცია, ეს ბიზნესი ახალი ინვესტორისთვის გადაგვებარებინა იმდენად დიდი იყო, რომ დავთანხმდით გარიგების თანხას, რომელიც ჩადებულ ინვესტიციას ვერ იღებს. დასაწყისიდანვე ჩვენ არ ვუყურებდით ამ მიმართულების განვითარებას, როგორც მხოლოდ მოგების გენერირების საშუალებას, უფრო მეტიც - ჰოსპიტალური კლინიკების მშენებლობა მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენ დავყევით, რომ შეგვენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია და ინვესტიციაც ამ მიზნით განვახორციელეთ“.


„ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაარსდა. მისი ქსელი 17 კლინიკას აერთიანებს საქართველოს 5 რეგიონში, რომელთა მშენებლობა 2010-2011 წლებში განხორციელდა: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. კლინიკების მშენებლობასა და განვითარებაში 2010-2011 წ.წ. ათეულობთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა.


პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი:  „ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი 2011 წელს დავაფუძნეთ.  ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ღირებულება იყო  მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსახლეობისთვის რეგიონებში. ვამაყობთ, რომ დღეს “ჯეო ჰოსპიტალსი” გამორჩეული კლინიკების ქსელია და პაციენტების 95% კმაყოფილია მისი მომსახურებით. ჩვენი როგორც სადაზღვევო კომპანიისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება ჯიპიაი ჰოლდინგის ამ განაცხადს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი აქციონერის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ როლი ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სადაზღვევო მიმართულება უნდა იყოს. გვიხარია, რომ ამ ნაბიჯითაც ვხდებით ევროპული ბიზნესის მაგალითები ქართულ ბაზარზე!“


„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან ფაქტორად სადაზღვევო ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფას და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირებას მიიჩნევს. ინვესტორები ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდისთვის დიდ პოტენციალს, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილებისა და ბაზარზე რეფორმების გაგრძელებაში ხედავენ.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამართლებრივი მხარდამჭერი ამ გარიგების განხორციელებაში „ბიდიო ლეგალი“ იყო.


„ჯიპიაი ჰოლდინგი“


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.


„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.


ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

 

 

ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა საქართველოს მთავრობის გონივრული ნაბიჯია!

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში

„თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევს პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელი მიენიჭა.

რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

„უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას თურქული პრესა გამოეხმაურა

თურქულმა პრესამ 2020 წლის 20 თებერვალს  საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა.

ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ბრიტანული მედია ეხმაურება 

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ფართოდ ეხმაურებიან ბრიტანული მედია-საშუალებებიც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ხოშტარიას რუსული ჰიმნის გამპროტესტებელი 20 ივნისის ვიდეოს აქვეყნებს

ნათია კონცელიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს.