ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხელმოწერით ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა აჩილ ფრანგიშვილმა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა აბაშიძემ და ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა პროფესორმა დავით ნადარეიშვილმა გაამყარეს. 


როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაციის საქმეში ახალი ტექნოლოგიების შეჭრის პროცესი 21-ე საუკუნემ კიდევ უფრო გააძლიერა და სამეცნიერო კვლევების მხრივ მეტი შესაძლებლობები გააჩინა.


რექტორის თქმით, სწორედ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით იზრდება ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური მეტად იყოს დაცული.


„უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ტიპის მემორანდუმის არსებობა და მასში ერთ-ერთ მხარედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა. პროცესი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ გვეძლევა საშუალება, ჩვენი ტექნოლოგიური ცოდნით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საქმიანობა გავაძლიეროთ და ერთობლივი მულტიდისციპლინარული კვლევები ვაწარმოოთ. იმედი გვაქვს, რომ გაცილებით სერიოზულ შედეგებს მივიღებთ. ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საინტერესოა როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან, ასევე, ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან თანამშრომლობა. ორივე ცენტრი ცნობილია თავისი საერთაშორისო პროექტებითა და კვლევებით. ალბათ, უკვე დროა, რომ ტექნოლოგიური მხარეც ღირსეულად გამოჩნდეს ამ ტიპის კვლევებში. როგორც ბატონმა ზაზა აბაშიძემ ბრძანა,  ჩვენ უკვე დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც დღეს მემორანდუმით ოფიციალურად განმტკიცდა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ მოცემულობასა და დროში, რომელიც ითხოვს უახლესი და ნანოტექნოლოგიების შეჭრას ყველა დარგში, მათ შორის ქართველოლოგიურ კვლევებში. ეს არის რეალობა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.



საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის თქმით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის ქართველოლოგიურ კვლევებს ახორციელებს, უმნიშვნელოვანესია მეცნიერების სხვა დარგებთან, მათ შორის, უახლეს ტექნიკურ, ნანოტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან თანამშრომლობა. 


„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უმდიდრესი კოლექცია ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ კვლევების ფარგლებში ვმუშაობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ქიმიის, ფიზიკის და მემბრანული ტექნოლოგიის მიმართულებით. ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელნაწერების კონსერვაცია-რესტავრაცია და კლიმატური რეჟიმების კონტროლია. ვის უნდა მივმართოთ, თუ არა ტექნიკურ უნივერსიტეტს, გამოვიყენოთ მისი კვლევები ქიმიის, საინჟინრო ფიზიკის, კონდიცირებისა და კლიმატური რეჟიმის დაცვის მიმართულებით. ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის  ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი რევაზ კლდიაშვილი ასევე არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაფართოება, სწორედ მისი დამსახურებაა. რაც შეეხება ახალი კვლევებისა და მეთოდების გაზიარებას, უკვე ვესაუბრე ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოქტორს თამარ გაგნიძეს, რომელიც კონსერვაციის დარგში მუშაობს. მას საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული, რომლის პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყობა. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ასეთივე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან. ჩვენი თანამშრომლობის შედეგი უკვე სახეზეა - ვგულისხმობ აქ მოწყობილ ექსპოზიციას. მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, იძლევა იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთობა“, - განაცხადა ზაზა აბაშიძემ.


ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის დავით ნადარეიშვილის თქმით, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე მეცნიერებაში წარმატების მიღწევა მხოლოდ დარგთა მიჯნაზეა შესაძლებელი.


„მნიშვნელოვანია, რომ ბიომედიცინის ცენტრის ულტრა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიაში, ატომური ძალოვანი მიკროსკოპისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ზონდური მიკროსკოპის გამოყენებით,  ძველი ხელნაწერების ხელახალი კვლევა ხდება. ხშირ შემთხვევაში, ხელახლა ხდება ისტორიული მასალების გადახედვა და ფაქტების განმტკიცება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიური ასპექტები დღეს უკვე უხვად გამოიყენება კვლევებში. მადლობას ვუხდი ბატონ რევაზ კლდიაშვილს და  ქალბატონ ლია ჟვანიას, რომლებიც ამ საქმის სულისჩამდგელები არიან. ამ პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა უკვე შემდგარი ფაქტი და 21-ე საუკუნის გარდაუვალი რეალობაა. ტექნიკური უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით, ჩვენ ახალი გამოცდილება შევიძინეთ და ახალი ტექნოლოგია დავნერგეთ“, - აღნიშნა დავით ნადარეიშვილმა.  


წარმატებული პროექტის იდეა ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, რევაზ კლდიაშვილსა და ამავე ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსს, ნესტან ბაგაურს ეკუთვნით.  


"ზოგადად, ჯერ მემორანდუმს აწერენ ხელს და შემდეგ იწყებენ საქმის კეთდებას. ჩვენ კი მემორანდუმის გაფორმებამდე უკვე ჩატარებული გვქონდა მოცულობითი სამეცნიერო სამუშაოები. პერსპექტივაში, კიდევ უფრო საფუძვლიანი და ღრმა კვლევები გველის. იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს და უნიკალურ სამეცნიერო ლაბორატორიებს, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბერიტაშვილის ბიომედიცინის ცენტრს გააჩნია, სათანადო გამოყენება სჭირდება. სწორედ ეს არის სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდები, რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ძველი ხელნაწერების შესწავლის პროცესში დაეხმარება“, - განაცხადა რევაზ კლდიაშვილმა. 


ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტოექსპოზიცია - "ერეკლე II-ის ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ დაათვალიერეს. 


გამოფენილი იყო ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი ხელნაწერი საბუთები, სიგელები, მეფის იარაღისა და რჩეული ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვა ხელნაწერი დოკუმენტები. 


ღონისძიებას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.


 


საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოში გამოიდარებს.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ავარიულ ობიექტში ცხოვრობენ.

იუტას შტატში სროლა იყო - არიან დაღუპულები

აშშ-ში, იუტას შტატის ქალაქ გრანსვილში საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი-დაიჭრა. ამის შესახებ CNN ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დღეს დილიდან, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგა.

ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს.

სომხეთში ორი მიწისძვრა მოხდა

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში ორი მიწისძვრა მხოდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. 

კანადა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს $25 000-ს გადაუხდის

კანადის მთავრობა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ცხედრების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯების დასაფარად, $25 000 დოლარს გამოუყოფს.

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

POSTV – „მედია რენტგენი“: რომელ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 

„რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები“, - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს POSTV-ს გადაცემამ „მედია რენტგენი“ მოუყარა თავი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადგომის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება არ დააკმაყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკის დღევანდელი განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა და მთავრობას "ახალი შანსი" მისცა. 

მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავა. 

საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯამში 17 კანდიდატი წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა.

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. 

ვალერიან გორგილაძე : „NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა

„NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა“, - ამის შესახებ ექსპერტმა „POSTV“-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა. 

გოგა ხაინდრავა: ლორა თორნტონის საქმიანობა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება, აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა.

თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7%

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში

„საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

ვალერიან გორგილაძე NDI-ს რეიტინგზე: „არ ვიცი, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, გამბედავი...“

„არ ვიცი, რა იდუმალი კავშირი აქვს, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი, სექსუალური და ა.შ.“ - განაცხადა ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ NDI-ს ბოლო კვლევებზე საუბრისას POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.

უკრაინის ყოფილმა პრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწვეტილების შესახებ ისაუბრა.