სიმონ ნოზაძე: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მისთვის 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდება მიუღებელი იყო. 

"აქციას მშვიდობიანი სახე რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა შევუერთდებოდი, მე და ზურაბ ტყემალაძეს ამ თემაზე გასაუბრება გვქონდა, მაგრამ თავიდანვე კანონის დარღვევით დაიწყო ეს აქცია, ამიტომ, ჩემი ადგილი, სადაც კანონის დარღვევაა, იქ არ არის", - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ. 


დეპუტატი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია. 


სიმონ ნოზაძე ფიქრობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი, თავისი ინიციატივის გასატანად,  საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას ვერ შეძლებენ. 


"რაც შეეხება სრულ მაჟორიტარულ სისტემას, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ამ სისტემის უმთავრესი ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, რადგან როგორც წესი მაჟორიტარად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული ბეგრაუნდი გააჩნია და პოპულარობით სარგებლობს ამათუიმ საარჩევნო უბანზე.


ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა 11-ზე მეტი ეყოლება მხარდამჭერი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შეაგროვებენ. არ მგონია, ბიძნა ივანიშვილმა სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს მხარი დაუჭიროს", - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ. 


ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ოფისშ უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. 


შეხვედრაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 11 მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივას განიხილავენ. 


მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს.


როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, მათი ინიციატივა არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს. საარჩევნო სისტემის შეცვლას კი, საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.


ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ორპალატიანი სისტემა კი, ქვეყნის პოლიტიკურ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.


საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოში გამოიდარებს.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ავარიულ ობიექტში ცხოვრობენ.

იუტას შტატში სროლა იყო - არიან დაღუპულები

აშშ-ში, იუტას შტატის ქალაქ გრანსვილში საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი-დაიჭრა. ამის შესახებ CNN ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დღეს დილიდან, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგა.

ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს.

სომხეთში ორი მიწისძვრა მოხდა

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში ორი მიწისძვრა მხოდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. 

კანადა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს $25 000-ს გადაუხდის

კანადის მთავრობა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ცხედრების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯების დასაფარად, $25 000 დოლარს გამოუყოფს.

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

POSTV – „მედია რენტგენი“: რომელ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 

„რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს NDI წლებია და რატომ არის მუდამ მცდარი მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები“, - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს POSTV-ს გადაცემამ „მედია რენტგენი“ მოუყარა თავი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადგომის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება არ დააკმაყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკის დღევანდელი განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა და მთავრობას "ახალი შანსი" მისცა. 

მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავა. 

საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯამში 17 კანდიდატი წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა.

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. 

ვალერიან გორგილაძე : „NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა

„NDI“-ის მიერ 2012 წლის თებერვალში გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ოქტომბერში კი ხმა ოპოზიციას მისცა“, - ამის შესახებ ექსპერტმა „POSTV“-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა. 

გოგა ხაინდრავა: ლორა თორნტონის საქმიანობა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება, აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა.

თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7%

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში

„საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

ვალერიან გორგილაძე NDI-ს რეიტინგზე: „არ ვიცი, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, გამბედავი...“

„არ ვიცი, რა იდუმალი კავშირი აქვს, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი, სექსუალური და ა.შ.“ - განაცხადა ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ NDI-ს ბოლო კვლევებზე საუბრისას POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.

უკრაინის ყოფილმა პრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწვეტილების შესახებ ისაუბრა.