საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს.

ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay  Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay-ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს.


გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay  არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში.


„საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. 



ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლოებას მიმართავს. 

მაია ცქიტიშვილი EBRD-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოადგილეებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

საგანელიძე: განიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ თავი დაიმკვიდროს, როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში "საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020"  მონაწილეობა მიიღო.

 

რუსეთში ქალაქის საკრებულოს დეპუტატი და მისი ცოლი მოკლეს

როსტოვის ოლქის ქალაქ ზერნოგრადში უცნობმა პირებმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ანდრეი ალაბუშევი და მისი ცოლი მოკლეს.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

28 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

2020 წლის 28 იანვარს საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს გაესაუბრა. 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ბრიუსელის კინოფესტივალი "შინდისის" ჩვენებით დაიხურა

ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრის მესამე ყოველწლიური ფესტივალი ქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმით "შინდისი" დაიხურა, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს.

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა მუდმივად უარესდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. 

ბრიტანელ მოგზაურს პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

ბრიტანელი მიოგზაურისთვის 26 იანვარს მოპარული ველოსიპედი ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა იპოვეს და როუან კემპბელს დაუბრუნეს.

პრეზიდენტი: პოლარიზაცია ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების მზარდი პოლარიზაცია უქმნის. 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ უფლებების საჯაროდ დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ყურადღება გაამახვილა. 

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო გაუფორმდა, გუგა ბარბაქაძის განაჩენი უცვლელი დარჩა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის განაჩენი კი უცვლელი დარჩა.

პრეზიდენტი: ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, არის გამოწვევები. 

პრეზიდენტი: რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია

"შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

დადასტურდა თუ არა კორონავირუსის შემთხვევა კახეთში - პაატა იმნაძის განმარტება

"22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ  პაატა იმნაძემ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე: შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელსაც საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება

"ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ", - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ ხალხს მიუსამძიმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის იაროსლავ კუბერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.