პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: არ არსებობდა არანაირი გარემოება, რომ საკითხი გადახედილიყო 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა დაუშვებლად ცნო, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ვერდიქტის გადასახედად არანაირი მნიშვნელოვანი გარემოება არ არსებობდა.


„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები. დღეს 5 ევროპელი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ სტრასბურგის სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საბოლოოდ კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნა ცნობილი კანონიერად და არ იქნა დადგენილი არცერთი დარღვევა.
ასეთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით იმის გამო, რომ ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში ხდება დიდი პალატის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა. არ არსებობდა არანაირი გარემოება იმისთვის, რომ საკითხი გადახედილიყო. არ არსებობდა არცერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც შემდგომში შეეძლო, ზეგავლენა მოეხდინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ვგულისხმობ იმას, რომ ქიბარ ხალვაში დარჩა ერთგული თავისი დაპირებისა, რომ ის არ ჩაერეოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, არ იქნებოდა ზემოქმედება ჟურნალისტების საქმიანობაზე. ეს პირობა დაცულია, დღეს ყველა ხედავს ამას. სტრასბურგის სასამართლოც, დარწმუნებული ვართ, გაერკვა ამ საკითხში და, შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი მნიშვნელოვანი გარემოება ამ გადაწყვეტილების გადასახედად“, - განაცხადა პაატა სალიამ.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საკითხზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც დაუშვებლად ცნო ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა. შესაბამისად, 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.


საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

დღეს ნათლისღებაა

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მასშტაბით მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1975 წელს დაბადებული მ.შ. დააკავა.

ბაკურიანში პირველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ზამთრის ტურისტული სეზონისთვის, თბილისის მერიამ 10 ავტობუსი გადასცა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი.

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს იცნობენ ის ადამიანები, ვის მიმართაც სამართლიანობა აღდგა

„ირაკლი შოთაძეს იცნობენ დაზარალებულები - ის ადამიანები, ვის მიმართაც აღდგა სამართლიანობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“.

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დუპირისპირდა, რის შედეგადაც კლინიკაში ორი დაშავებულის გადაყვანა გახდა საჭირო.

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გმირთა მოედანთან პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნეიმე წუთის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.

შიდა ქართლში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მიხეილ ჩხენკელმა 2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ გაიმართა.

ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

პროკურატურის შენობასთან დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

ექსპერტი: გამორიცხულია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დე-ფაქტო მთავრობასთან რაიმე სახის ხელშეკრულება გააფორმოს

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ზაზა ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, იმ მოთხოვნით, რასაც ისინი აჟღერებენ, გამორიცხულია რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ეს მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას გულისხმობს.

 

პოლიციამ სოფელ ნუკრიანში სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

50 წლის არჩილ ჯანგულაშვილი პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება მკვლელობის ფაქტზეც.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ მაჭარაში ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს 

ალექსეი გონჩარუკი ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კოემნტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მან გონჩარუკის მიერ თანამდებობის დატოვებას მხარი არ დაუჭირა.