დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის გიგა ქვარცხავას განმარტებით, 2020 წლიდან დაიწყება კოლეჯის სასწავლო კორპუსების რემონტი, რისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. 


„ეს პირველი ნაბიჯია, რასაც აუცილებლად მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. უკვე 3 წელია ჩვენი ფაკულტეტის შემადგენლობაში ოფიციალურად ირიცხება დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი, სადაც ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, მიმდინარეობს ოთხი პროფესიული პროგრამის მოდულური სწავლება - მეფუტკრეობა, მევენახეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა და საბუღალტრო აღრიცხვა. ვფიქრობთ, დიდი ჯიხაიშის კოლეჯი ვაქციოთ აგრარული მიმართულების მთავარ ცენტრად დასავლეთ საქართველოში. განაცხადი ამბიციური და სერიოზულია, თუმცა აგრარული მიმართულებით ახალი სპეციალობების დამატება ამაში კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს“. 



სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა დაბალი ტიპის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში ის გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1966 წლიდან - საყრდენ-საჩვენებელ და საბაზო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1993 წელს - აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯად, 2007 წელს კი - პროფესიული სწავლების ცენტრად, ხოლო 2010 წელს ეს სასწავლებელი გააუქმდა.


1934 წლიდან, ხუთი ათეული წლის მანძილზე, დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს სათავეში ედგა პოლიკარპე მიქაძე, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდასა და სასწავლებლის აღმშენებლობას შეალია.


სასწავლებლის  საქმიანობის განუყოფელ  ნაწილად ითვლებოდა სპორტი. აქ  აღიზარდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი  თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე და  ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ჯიბილო ნიჟარაძე. ლელოში 14 -გზის  საქართველოს ჩემპიონობა, რესპუბლიკურ სპარტაკიადებში სპორტის სხვადასხვა  სახეობაში მრავალგზის გამარჯვება - ეს სახელოვანი წარსულია.




2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა 18 ერთეულით შეამცირა, მათ შორის იმერეთის რეგიონში - ხუთი სასწავლებლიდან ოთხი გააუქმა. დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ, სასწავლებელთან მიმაგრებული 51 ჰა მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც სოფლის მეურნეობის კორპორაციას გადაეცა.



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა ლიკვიდირებული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავის სტრუქტურაში დააფუძნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი.


2013 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის - „უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“ - ფარგლებში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლის მოადგილესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს შორის 2013 წლის 10 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სტუ-ის დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში ტრაქტორისტ-მემანქანის გადამზადების კურსები გაიარა 146 მსმენელმა. აღსანიშნავია, რომ სტუ-ის დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ბაზაზე მომზადებული მსმენელების მიერ მართვის მოწმობის მიღების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყნის მასშტაბით.



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 მარტის N 1471 დადგენილების საფუძველზე, დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელი გამოეყო სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანთმშენებლობის ფაკულტეტს და გადავიდა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტრუქტურაში.


დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის დირექტორი ნუგზარ მიქაძე, სასწავლებლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფაქტს იხსენებს.  




_ 2010 წელს გააუქმეს ჩვენი სასწავლებელი, ამ დროს განათლების მინისტრი იყო კახა ლომაია. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში 18 კოლეჯი გააუქმეს საქართველოში, ბოლოს ჩვენც დაგვიბარეს - მეცხრამეტე ვიყავით ამ სიაში. რა თქმა უნდა, ვიკითხეთ მიზეზი. არ დაგვდეს პატივი, პასუხი არ გვითხრეს - ასეა საჭიროო. ამ დროს ჩვენ 500-მდე სტუდენტი გვყავდა. სტუდენტებს ექსტერნად დაამთავრებინეს სწავლა, ეს იყო ბოლო ნაკადი. ჩვენ ვერ შევეგუეთ ამ ფაქტს, დავიწყეთ „კარდაკარ სიარული“, ყველას ვუხსნიდით რომ არ შეიძლებოდა ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებლის გაუქმება. წაიღეს ყველაფერი რაც აქ იყო.


 - ალბათ, პირობები არ იყო და საკმარისი თანხები არ ჰქონდათ?


- ტექნიკური საშუალებები გვქონდა, ეს იყო მთავარი. რაც შეეხება კორპუსებს, დღეს რა მდგომარეობაცაა, ამაზე უკეთესი ნამდვილად იყო, თუმცა 90-იან წლებში შექმნილი სიტუაციის გამო, თითქმის განადგურდა აქაურობა, აქ დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა. 


- მხედრიონმაც თავისი კვალი დატოვა...


- დიახ, სამწუხაროდ. ფაქტიურად, არ დარჩენილა არავინ, ვისაც არ მივმართეთ, იმდენად გვინდოდა სასწავლებლის გადარჩენა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, 2013 წელს განახლდა სასწავლო პროცესი, ხუთი პროგრამით. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი დააჩქარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა. 


- დღეს რა მდგომარეობაა სასწავლებელში? როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?


- დღეს უკვე ჩვენთვის ცნობილია, რომ იწყება კოლეჯის განახლება. მალე დაიწყება კორპუსების რემონტი, აღიჭურვება ახალი, თანამედროვე ტექნიკით და გაიზრდება მისაღები კონტიგენტი. არსებული ვითარება  არ არის სახარბიელო - არ გვაქვს გათბობა, გასარემონტებელია აუდიტორიები. მიუხედავად ამისა, ოთხივე პროფესიულ პროგრამაზე გვყავს სტუდენტები - ეს ნამდვილად იმედის მომცემია ჩვენთვის. სასწავლო პროცესის დაწყებამდე გადმოგვეცა კომპიუტერები. მოკლედ, ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებელი მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ გახდეს და ჩვენმა მომავალმა თაობამ ამ დიდი ცენტრის ოდესღაც არსებობის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან არ შეიტყოს.


ბაკურიანში პირველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ზამთრის ტურისტული სეზონისთვის, თბილისის მერიამ 10 ავტობუსი გადასცა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი.

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს იცნობენ ის ადამიანები, ვის მიმართაც სამართლიანობა აღდგა

„ირაკლი შოთაძეს იცნობენ დაზარალებულები - ის ადამიანები, ვის მიმართაც აღდგა სამართლიანობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“.

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დუპირისპირდა, რის შედეგადაც კლინიკაში ორი დაშავებულის გადაყვანა გახდა საჭირო.

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გმირთა მოედანთან პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნეიმე წუთის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.

შიდა ქართლში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მიხეილ ჩხენკელმა 2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ გაიმართა.

ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

პროკურატურის შენობასთან დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

ექსპერტი: გამორიცხულია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დე-ფაქტო მთავრობასთან რაიმე სახის ხელშეკრულება გააფორმოს

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ზაზა ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, იმ მოთხოვნით, რასაც ისინი აჟღერებენ, გამორიცხულია რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ეს მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას გულისხმობს.

 

პოლიციამ სოფელ ნუკრიანში სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

50 წლის არჩილ ჯანგულაშვილი პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება მკვლელობის ფაქტზეც.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ მაჭარაში ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს 

ალექსეი გონჩარუკი ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კოემნტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მან გონჩარუკის მიერ თანამდებობის დატოვებას მხარი არ დაუჭირა.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მეუღლემ ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდა ნაჯახით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქართველოს რკინიგზა 2019 წელს 3 000 000 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 000 000 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია.