სალომე ზურაბიშვილი: გილოცავთ კალანდობას, რადგანაც ვართ გურიაში მინდა გისურვოთ მშვიდობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კალანდობის დღესთან დაკავშირებით გურიაში იყო ჩასული.

"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველას, განსაკუთრებით იმ საზოგადოებას რომელიც აქ არის შეკრებილი. გილოცავთ კალანდობას, ეს არის არაჩვეულებრივი დღესასწაული, რომელიც შენარჩუნებულია ჩვენს ტრადიციაში და არის ძალიან ბევრის მომტანი. რადგანაც ვართ გურიაში მე მინდა გისურვოთ მშვდობა, მშვიდი წელი იყოს ერთმანეთს არ ვეჯაჯგუნოთ, ვიყოთ ერთიანი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ სიყვარულით, ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გამოვიარეთ, ძალიან ბევრს გავივლით, მაგრამ ვერ გავივლით თუ ჩვენ შიგნით არ გვექნება ეს განცდა. რაც არ უნდა იყოს ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს ვიდრე დასაყოფი, ამას თქვენც გთხოვთ ჟურნალისტებს, მე იმას კი არ გთხოვთ, რომ არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთიანი მიზანი გაგვაჩნია, მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მინდა რომ ერთად ვიყოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


გარდა ამისა სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია გააპროტესტოს.


"ვინც რაღაცას აპროტესტებს გააპროტესტოს ეს არის თავისუფლება ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში  და პროტესტის პროტესტი არასოდეს მექნება", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა.

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახს უკიდია.

კობა გვენეტაძემ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ვახტანგ გომელაური: პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ასეთი კიბერშეტევა არ მოხდეს 

"ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა", - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გაიმართა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. 

მამუკა მდინარაძე: ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ  

"პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

 

მაია ცქიტიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვიტორ ტომე: „მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ  მედიაკრიტიკის მიმართულებით, თუ ამისთვის გაკრიტიკებენ, ესე იგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ“

„ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების  კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს“, - ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა ვიტორ ტომემ  მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.

„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ვიტორ ტომეს სემინარი მედიააკადემიაში

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა.

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი კაუნასის მერს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან.

ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის "ღვინის ხალხი" პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო.

სერგი კაპანაძე: ამ ვითარებაში მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს

"ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თაღლითობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020-2021 წლებში“  - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times-ის“ სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence.

მამუკა მდინარაძე: შიგნით გვებრძოდნენ "ნაცები", გარეთ გვებრძოდნენ თურმე რუსები 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანოს. 

ნიგერიელმა მეკობრეებმა 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიელმა მეკობრეებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გაიტაცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.