იოსებ არჩვაძე: საქართველომ 2019 წელი საგარეო ვაჭრობის რეკორდული ზრდით დაასრულა

"საქართველომ 2019 წელი საგარეო ვაჭრობის რეკორდული ზრდითა და მატებით დაასრულა. ქვეყნიდან განხორციელებულმა ექსპორტმა თითქმის 3.8 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა",- ამის შესახებ ეკონომიკის პროფესორმა იოსებ არჩვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"განსაკუთრებით ფორსირებულად გაიზარდა ექსპორტი წლის ბოლო ორ თვეში (ნოემბერ-დეკემბერში), როდესაც ზედიზედ, ერთი მეორეს მიყოლებით, ექსპორტის მოცულობის რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა.  ექსპორტის მოცულობამ მხოლოდ დეკემბერში 390.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 61.4 მლნ. აშშ დოლარით (18.7%-ით) მოიმატა. ამასთან, დეკემბრის მონაცემი 2019 წლის წინა, 11 თვის (იანვარ-ნოემბრის) საშუალო მაჩვენებელზე (307.4 მლნ. აშშ დოლარი) 83.0 მლნ. აშშ დოლარით (27.0%-ით) მეტი იყო",- განაცხადა არჩვაძემ.


"ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმპორტის რეცესიის ფონზე (იმპორტი შემცირდა 0.8%-ით), რომელმაც 9063.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი ერთ წელიწადში 4.9 პუნქტით გაუმჯობესდა და 2019 წელს 41.6 პროცენტს მიაღწია (2018 წ. – 36.7%).


"აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი 2018 წლის 26.9 პროცენტიდან 2019 წელს 29.4 პროცენტამდე გაიზარდა.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტით იმპორტის მაჩვენებლის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა საგრძნობლად შემცირებულიყო სავაჭრო დეფიციტი - 489.0 მლნ. აშშ დოლარით (8.4%-ით - მშპ-ის თითქმის 3%-ით და იმაზე მეტად, რაც იყო საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2003 წელს). 2019 წელს საგარეო სავაჭრო დეფიციტმა 5291.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად წინა, 2018 წლის 5780.2 მლნ. აშშ დოლარისა. ექსპორტის თვალსაჩინო ზრდის, მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურის გაუმჯობესებაში განმსაზღვრელი როლი ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, საქართველოს ეკონომიკის, მისი რეალური სექტორის საგრძნობი ზრდა (2019 წლის მშპ-ის წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 5.3-პროცენტიანი ზრდა, მათ შორის ნოემბერში ფაქტობრივად უკვე მიღწეული 6.4%-იანი ზრდა); მეორე, საქართველოს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის დამსახურებით საქართველოს სატრანზიტო, რეგიონული ჰაბის ფუნქციის გაძლიერება. წლიდან წლამდე ეკონომიკურად სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩვენი ქვეყანა როგორც ტრანზიტის, ისე რეექსპორტის განხორციელებისათვის. ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა საქართველოს ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიცირებისათვის (ამ ასპექტით განსაკუთრებით გამოვყოფდი შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე და ხელშეკრულებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) და ამით მიღებული პრეფერენციების გამოყენებისათვის, ქართული ბიზნესის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, უკვე იძლევიან სასურველ შედეგს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მიღწევები მაღალ გადახდისუნარიან, ტევად, თუმცა იმავდროულად საქონლის ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართ საკმაოდ პრეტენზიულ ევროკავშირის ბაზარზე, სადაც 2019 წელს ქართული პროდუქციის რეალიზაციამ რეკორდულ, თითქმის 0.9 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია", - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკას, მის რეალურ სექტორს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ უზრუნველყოს ექსპორტის დაჩქარებული განვითარება, მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის, კონკურენციისა და მასზე მოთხოვნის არსებითი ზრდა.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

განათლების მინისტრმა ისრაელის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლები მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მდინარაძე ოპოზიციას: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტიდან 50 მილიონი გააქრო, აპირებენ მის დაბრუნებას?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს კითხვით, აპირებენ თუ არა იმ 50 მილიონი ლარის დაბრუნებას საქართველოს ბიუჯეტში, რომელიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გაიფლანგა და რისთვისაც ახლა გიგი უგულავა გაასამართლეს.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.

ეკატერინე მიქაბაძე: "Fitch"- ის გადაწყვეტილების საფუძველია მმართველობის მაღალი ხარისხი

სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიეცა პასუხისგებაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა.

გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ

„მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ირაკლი შოთაძე: გენერალური პროკურორობის თანამდებობიდან არავის გადავუყენებივარ

"არავის გადავუყენებივარ, ეს გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული", - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, რომელიც მის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდა.

შოთაძე: 2020 წლის არჩევნებსა და გენერალური პროკურორის არჩევას შორის კავშირი არ არსებობს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ გენერალური პროკურორის არჩევა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ხონში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

"ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - ასე აფასებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ და 485 გრ უაქციზო თუთუნი ამოღეს

14-16 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს.

ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს იური გუსევს შეხვდა.

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის "ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

ლარი 0.4 თეთრით გამყარდა

17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.

ნოზაძე შოთაძეს: პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე

"თქვენს გულისხმიერებასა და კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ფოფხაძე შოთაძეს: ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს

"ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, წინა მოწვევის პარლამენტში პროკურორობაზე, ასე, რომ ადამიანური თვალსაზრისით, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს?

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს? - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

კახიანი შოთაძეს: რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?

"რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?", - აღნიშნული კითხვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.