გიორგი ცუცქირიძე: 2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს

"2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული",- ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

"ექსპორტის ზრდა და საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება, გარდა იმისა რომ პოზიტიურად აისახება საგადამხდელო ბალანსზე და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია", - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში ჯერ დათვლილი არ არის, გასული წლის 11 თვის მაჩვენებელმა საპროგნოზოს მნიშვნელოვნად გაუსწრო და 5,3 პროცენტი შეადგინა, და თუ ოქტომბერ-ნოემბრის ზრდის მაჩვენებლებს მივიღებთ მხედველიბაში, დიდი ალბათობით მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი 6 % იანი ზრდა დაფიქსირდება, ხოლო წლიური ზრდის საშუალო სიდიდეც 5.4-5.5 % ის ფარგლებში იქნება, რაც ბოლო წლებში სარეკორდო მაჩვენებელია, რაც საპროგნოზო დონეს თითქმის ერთი პროცენტული პუბქტით აღემატება.


გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 2019 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია. მისი თქმით, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


"ნოემბრის მსგავსად, როდესაც ექსპორტის რეკორდული 25 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თანხობრივად 345 მლნ აშშ დოლარია, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერშიც. ექსპორტი წინა წელთან 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად - 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული", - განაცხადა ექსპერტმა.


მისი თქმით, 2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწერის, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული, რასაც ემატება შიდა დესტაბილიზაციაც და ივნისში განვითარებული რევოლუციური სცენარის ნეგატიური ზეგავლენა თუნდაც ტურისტულ ინდუსტრიაზე და სავალუტო კურსზე.


"სააკაშვილის ბოლო ინტერვიუც ადასტურებს რევოლუციური სცენარის რეალობას, რაც წარმოადგენს რა ექსტრალეგალურ რისკს, ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ეს ფაქტორები წელს ზრდა 6 % ის ფარგლებშიც კი იქნებოდა", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება 

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატებს უმასპინძლა.

თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

გლდანის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში,  წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, შესაბამისად, არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.

ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ოთხი ახალი სკვერი შეემატება ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს.

კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, ენგურის ხიდი ჩაიკეტება

ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლები ენგურის ხიდის სავარაუდო ჩაკეტვაზე საუბრობენ.

პრემიერი: ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა კორონავირუსის დროული გამოვლენა, მოქალაქეების კი, პირადი ჰიგიენის დაცვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახრიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, კორონავირუსის დროული გამოვლენა, ხოლო მოქალაქეების ამოცანაა, პირადი ჰიგიენის დაცვა.

GM Pharma-ს ("ჯი-ემ-პი") ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ აუდიტი ჩატარდა, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 27 თებერვალს, დილით 15 პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები მიმდიანრეობს

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის 4,290 კმ იან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებშიქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრაქტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

საქართველოს მთავრობა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს აცნობს.

ფოთიდან ზუგდიდში გადაჰყავთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

ფოთის ცენტრალური კლინიკიდან ზუგდიდში გადაჰყავთ 18 წლის გოგო, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლაც შეიზღუდა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ირანის ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.