გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძეს EBRD-ს მსგავსად არც ADB-ი ენდო

„ADB-M ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს EBRD-ს მსგავსად არც ADB-ი ენდო“, - აცხადებს ექსპერტი საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტი მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას - ქვეშეთი-კობის გზით რუსეთისთვის ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობის მიცემის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ განცხადებას, თემის აბსურდულობასთან ერთად, ერთ საინტერესო ფაქტთან მივყავართ.


მისი თქმით, ხაზარაძის შეფასებების მიხედვით გამოდის, რომ ამ პროექტის, რომლის მთლიანი ღირებულება 558 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მხარდამჭერ და თანადამფინანსებელ საქართველოს მთავრობასთან ერთად ორი უმსხვილესი საერთაშორისო ბანკი - ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD და აზიის განვითარების ბანკიც (ADB) რუსეთის ინტერესებს ატარებენ. ანუ ისინიც ქართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ!


„რაც არანაკლებ საინტერესოა, ეს ორი ბანკი არის არამხოლოდ „თი ბი სი ბანკის“ პარტნიორი და აქციონერი ბანკები. ისინი წარმოადგენენ იმ 4 ბანკს - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლებიც ანაკლიის კონსორციუმის მიერ ინვესტორებად იყო შემოთავაზებული და რომლებსაც წლების განმავლობაში, დიდი წვლილი შეჰქონდათ და დღესაც შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.


ქვეშეთი-კობის გზის პროექტი კი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და მთლიანად რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და რაც მთავარია, უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. ახალი 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებსა და გადამზიდავებს, რითაც ხელს შეუწყობს ამ მეტად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.


მაგრამ მამუკა ხაძარაძის ზღაპრებს თავიც რომ დავანებოთ, მთავარი შეკითხვა ის არის, რატომ ვერ შეძლო კონსორციუმმა, წამყვან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკება ისე წარემართა, რომ მიეღო გარანტია პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო თანხის - 400 მილიონ დოლარიანი სესხის მისაღებად, ისე რომ რისკების დაზღვევა სახელმწიფოსთვის არ აეკიდა? პირდაპირ მთავრობისგან ითხოვდა ბანკებთან შუამავლობას. აქ ვგულისხმობ როგორც თვირთბრუნვის რისკის დაზღვევას, ისე BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში 400 მლნ დოლარის სესხის სახელმწიფო მიერ დაფარვის ცალსახა მოთხოვნას. ეს ხომ სატენდერო პირობიდან გამომდინარე, მთლიანად კონსორციუმის, როგორც კერძო სტრუქტურის მოსაგვარებელი საკითხი იყო? თავის მოსაგვრებელ საკითხს პირდაპირ სახელმწიფოს კიდებდა ტვირთად. „შენ უთხარი EBRD-ს, 400 მილიონი სესხი მომცეს. მერე პორტის მშენებლობისთვის 50 მილიონს გამოვიყენებო. თუ მერე ტვირთი ვერ მოვიტანე, მერე სახელმწიფომ გაისტუმროს ეს სესხიო“ - ეს რას ნიშნავს? რომელ ლოგიკაში ჯდება ეს? ვერ დაარწმუნა და არ დაიჯერა EBRD-მა ხაზარაძის ზღაპრები. ეს ყველაფერი მიტომაც ხომ არა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, 2016 წლიდან მიმდინარე წლის დასაწყისში კონტრაქტის გაწყვეტამდე, კონსორციუმმა უბრალოდ საკუთარი კაპიტალიც კი ვერც შეავსო, რაც მინიმუმ 120 მლნ აშშ დოლარის მობილიზებას უზრუნველყოფდა?


ხაზარაძის ამ კონსპიროლოგიას თავი რომ დავანებოთ, და ეს საკითხი წმინდა ეკონომიკური მომგებიანობის კუთხით განვიხილოთ, როდესაც აზიის განვითარების ბანკზეა საუბარი, ADB-მ გასულ წელს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი გრძელვადიანი სტრატეგია დაამტკიცა. ADB-ის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სუვერენული სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც სხვა პარტნიორებისგან თანადაფინანსების სახით მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება. თანადაფინანსებაში კი მოიაზრება მთავრობის სამი მთავარი პროექტიც: აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება. ეს ის ADB-ია, რომელიც მამუკა ხაზარძეს არ ენდო. მოდით, ვთქვათ, პირდაპირ. არ ენდო მამუკა ხაზარაძეს და მორჩა! რატომ? იმიტომ რომ არ ჰქონდა მისგან შესაბამისი დასაბუთება და გარანტიები.


EBRD და ADB არ ენდნენ მამუკა ხაზარაძეს და დიდი წერტილი!


მიმაჩნია, რომ საგზაო პროექტი უნდა ჩაითვალოს ბოლო ათწლეულში მეორე უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტად, ენერგოკომპანია BP-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ. ჯამში, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდა, რაც ამ წლებში ეკონომიკური ზრდის მნიშნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.


გარდა ამისა, ეს არის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს, როგორც რეგიონალური წამყვანი ცენტრის, მისი ბუნებრივი ისტორიული ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით. ერთი მხრივ, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების გახსნით და მეორე მხრივ, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დერეფნების გაზრდით - შავი ზღვისა და ევროპის მიმართულებით“, - წერს გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალება ეძლევა.


 


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

განათლების მინისტრმა ისრაელის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლები მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

მდინარაძე ოპოზიციას: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტიდან 50 მილიონი გააქრო, აპირებენ მის დაბრუნებას?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს კითხვით, აპირებენ თუ არა იმ 50 მილიონი ლარის დაბრუნებას საქართველოს ბიუჯეტში, რომელიც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გაიფლანგა და რისთვისაც ახლა გიგი უგულავა გაასამართლეს.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დრო გახანგრძლივდა

მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.

ეკატერინე მიქაბაძე: "Fitch"- ის გადაწყვეტილების საფუძველია მმართველობის მაღალი ხარისხი

სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიეცა პასუხისგებაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა.

გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ

„მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ირაკლი შოთაძე: გენერალური პროკურორობის თანამდებობიდან არავის გადავუყენებივარ

"არავის გადავუყენებივარ, ეს გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული", - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, რომელიც მის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდა.

შოთაძე: 2020 წლის არჩევნებსა და გენერალური პროკურორის არჩევას შორის კავშირი არ არსებობს

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ გენერალური პროკურორის არჩევა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ხონში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

"ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - ასე აფასებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ და 485 გრ უაქციზო თუთუნი ამოღეს

14-16 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს.

ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს იური გუსევს შეხვდა.

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის "ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

ლარი 0.4 თეთრით გამყარდა

17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.

ნოზაძე შოთაძეს: პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე

"თქვენს გულისხმიერებასა და კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ფოფხაძე შოთაძეს: ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს

"ერთხელ უკვე მოგეცით ხმა, წინა მოწვევის პარლამენტში პროკურორობაზე, ასე, რომ ადამიანური თვალსაზრისით, ნაწილობრივ ვალი მოხდილი მაქვს", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს?

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს? - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

კახიანი შოთაძეს: რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?

"რა ძალისხმევას გამოიჩენთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ?", - აღნიშნული კითხვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.